https://sputnik-georgia.com/20221026/crdiloetis-nakadebi-adiversia-271669883.html
„ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქებაზე გამოძიების წინასწარი შედეგები არ გამოქვეყნდება
„ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქებაზე გამოძიების წინასწარი შედეგები არ გამოქვეყნდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. დანია, გერმანია და შვედეთი არ გაასაჯაროვებენ რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარი აფეთქებების გამოძიების შედეგებს... 26.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-26T21:34+0400
2022-10-26T21:34+0400
2023-08-17T12:48+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250319904_0:167:3047:1881_1920x0_80_0_0_e642e11915adf9c2ae29cbbb18d6817b.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. დანია, გერმანია და შვედეთი არ გაასაჯაროვებენ რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარი აფეთქებების გამოძიების შედეგებს მანამ, სანამ უტყუარ მტკიცებულებებს არ მიიღებენ, ვინაიდან წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას შესაძლოა არაკონსტრუქციული რეაქციები მოჰყვეს, განაცხადა დანიის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა იენს კრისტოფერსენმა.მისი აზრით, სამი ქვეყნის გამოძიების შეუთანხმებელი და არათანმიმდევრული შედეგების გამოქვეყნებამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი რეაქცია „რაც ამ მომენტში საქმეს არ წაადგება“.მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „ევროპაში ბევრი გაოცდება, თუ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ ტერაქტის შემსრულებლების შესახებ ინფორმაცია გახმაურდება“. მისი თქმით, ტერაქტის შემსრულებლებთან დაკავშირებით მოსკოვის ვარაუდები კარგადაა ცნობილი, მაგრამ რაიმე კონკრეტული ცნობების მიღება შეუძლებელია, ვინაიდან გერმანიამ, შვედეთმა და დანიამ უარი თქვეს გამოძიებაში რუსეთის ჩართვაზე.რუსულ გაზსადენებზე „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ და ჩრდილოეთის ნაკადი-2“ აფეთქება 26 სექტემბერს მოხდა. გერმანია, დანია და შვედეთი არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი მიზანმიმართული დივერსია იყო. კრემლში ინციდენტი საერთაშორის ტერორიზმად შეაფასეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, აფეთქების ზონაში ნატოს სწავლებები მიმდინარეობდა ღრმაწყლოვანი აღჭურვილობის გამოყენებით. თავის მხრივ, დასავლეთში არ გამორიცხავენ, რომ დივერსიაში თავად რუსეთის ხელი ერიოს.წყარო: New York Times
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250319904_158:0:2889:2048_1920x0_80_0_0_aba447a7cc9bee77334c8f022c33465e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. დანია, გერმანია და შვედეთი არ გაასაჯაროვებენ რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარი აფეთქებების გამოძიების შედეგებს მანამ, სანამ უტყუარ მტკიცებულებებს არ მიიღებენ, ვინაიდან წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას შესაძლოა არაკონსტრუქციული რეაქციები მოჰყვეს, განაცხადა დანიის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა იენს კრისტოფერსენმა.
„გამომძიებელთა დუმილის“ მიზეზი ისაა, რომ ისინი აბსოლუტურად უნდა იყვნენ დარწმუნებულები. მათი შედეგები უტყუარ ფაქტებზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა ვარაუდებზე“, – აღნიშნა კრისტოფერსენმა.
მისი აზრით, სამი ქვეყნის გამოძიების შეუთანხმებელი და არათანმიმდევრული შედეგების გამოქვეყნებამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი რეაქცია „რაც ამ მომენტში საქმეს არ წაადგება“.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „ევროპაში ბევრი გაოცდება, თუ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ ტერაქტის შემსრულებლების შესახებ ინფორმაცია გახმაურდება“. მისი თქმით, ტერაქტის შემსრულებლებთან დაკავშირებით მოსკოვის ვარაუდები კარგადაა ცნობილი, მაგრამ რაიმე კონკრეტული ცნობების მიღება შეუძლებელია, ვინაიდან გერმანიამ, შვედეთმა და დანიამ უარი თქვეს გამოძიებაში რუსეთის ჩართვაზე.
რუსულ გაზსადენებზე „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ და ჩრდილოეთის ნაკადი-2“ აფეთქება 26 სექტემბერს მოხდა. გერმანია, დანია და შვედეთი არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი მიზანმიმართული დივერსია იყო. კრემლში ინციდენტი საერთაშორის ტერორიზმად შეაფასეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, აფეთქების ზონაში ნატოს სწავლებები მიმდინარეობდა ღრმაწყლოვანი აღჭურვილობის გამოყენებით. თავის მხრივ, დასავლეთში არ გამორიცხავენ, რომ დივერსიაში თავად რუსეთის ხელი ერიოს.