https://sputnik-georgia.com/20221025/tornike-shengelia-moedanze-brundeba-271638904.html
თორნიკე შენგელიას მოედანზე 27 ოქტომბერს ელოდებიან
თორნიკე შენგელიას მოედანზე 27 ოქტომბერს ელოდებიან
Sputnik საქართველო
შენგელიას მოედანზე დაბრუნება ორმაგად სასიხარულოა, რადგან საქართველოს ნაკრებს ნოემბრის შუა პერიოდში მნიშვნელოვანი მსოფლიო საკვალიფიკაციო მატჩები ელის. 25.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-25T18:17+0400
2022-10-25T18:17+0400
2022-10-25T22:11+0400
საქართველო
სპორტი
იტალია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/12/251754754_0:0:2983:1678_1920x0_80_0_0_9296b4dfab50395adb5051883f47a976.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელმაც თბილისში ნიდერლანდის წინააღმდეგ მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო, 27 ოქტომბერს მოედანს დაუბრუნდება, იუწყება საქართველოს კალათბურთის ფედერაცია.24 აგვისტოს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში, რომელიც ევრობასკეტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა, შენგელიამ მხარი დაიზიანა.ფედერაციის განმარტებით, შენგელიას დაბრუნება ორმაგად სასიხარულოა, რადგან საქართველოს ნაკრებს ნოემბრის შუა პერიოდში მნიშვნელოვანი მსოფლიო საკვალიფიკაციო მატჩები აქვს ჩასატარებელი: 11 ნოემბერს ისლანდიაში და 14 ნოემბერს თბილისში, სადაც იტალიის გუნდს დაუპირისპირდება.31 წლის თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიას“ გაზაფხულზე, მოსკოვის „ცსკ“-ს დატოვების შემდეგ შეუერთდა და მასთან ერთად საკალათბურთო ევროთასის გამარჯვებულიც გახდა. ტრავმის მიუხედავად, იტალიურმა გუნდმა ქართველ კალათბურთელს ახალი სეზონის წინ კონტრაქტი გაუფორმა.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/12/251754754_129:0:2761:1974_1920x0_80_0_0_41172ea5caeca2861c59fc9afb7e2701.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, იტალია , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, იტალია , საზოგადოება, ახალი ამბები
თორნიკე შენგელიას მოედანზე 27 ოქტომბერს ელოდებიან
18:17 25.10.2022 (განახლებულია: 22:11 25.10.2022) შენგელიას მოედანზე დაბრუნება ორმაგად სასიხარულოა, რადგან საქართველოს ნაკრებს ნოემბრის შუა პერიოდში მნიშვნელოვანი მსოფლიო საკვალიფიკაციო მატჩები ელის.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელმაც თბილისში ნიდერლანდის წინააღმდეგ მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო, 27 ოქტომბერს მოედანს დაუბრუნდება,
იუწყება საქართველოს კალათბურთის ფედერაცია.
24 აგვისტოს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში, რომელიც ევრობასკეტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა, შენგელიამ მხარი დაიზიანა.
„ახლა „ვირტუს ბოლონიას” ქართველი ფორვარდი სათამაშოდ მზადაა, მას მოედანზე 27 ოქტომბერს მადრიდში „რეალთან” გასამართ ევროლიგის მატჩში ელოდებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.
ფედერაციის განმარტებით, შენგელიას დაბრუნება ორმაგად სასიხარულოა, რადგან საქართველოს ნაკრებს ნოემბრის შუა პერიოდში მნიშვნელოვანი მსოფლიო საკვალიფიკაციო მატჩები აქვს ჩასატარებელი: 11 ნოემბერს ისლანდიაში და 14 ნოემბერს თბილისში, სადაც იტალიის გუნდს დაუპირისპირდება.
31 წლის თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიას“ გაზაფხულზე, მოსკოვის „ცსკ“-ს დატოვების შემდეგ შეუერთდა და მასთან ერთად საკალათბურთო ევროთასის გამარჯვებულიც გახდა. ტრავმის მიუხედავად, იტალიურმა გუნდმა ქართველ კალათბურთელს ახალი სეზონის წინ კონტრაქტი გაუფორმა.