რატომ სჯერათ ადამიანებს წყევლის ძალის, ანუ თვითასრულებადი წინასწარმეტყველება

© Pixabay / 8385თავის ქალა, ქვიშის საათი და მისტიკური წიგნები
თავის ქალა, ქვიშის საათი და მისტიკური წიგნები  - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2022
გამოწერა
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. თანამედროვე ადამიანების უმეტესობას სულ უფრო ნაკლებად სჯერა ყველაფერი ზებუნებრივისა, მაგრამ ფსიქოლოგიური თავისებურებები აიძულებს ადამიანებს, როგორმე ახსნა მოუძებნონ ამოუცნობ მოვლენებს, ამიტომაც მათ ცნობიერებაში კვალავაც არსებობს ათასგვარი „ეშმაკეულის“ მიმართ რწმენა, ამბობს ამერიკელი ფსიქოლოგი, ქცევითი ეკონომიკის თეორიის ერთ-ერთი დამაარსებელი დანიელ კანემანი.
ფსიქოლოგის თქმით, რაციონალური მეცნიერული ახსნა თვით ყველაზე ზებუნებრივ ფენომენსაც კი მოეძებნება, თუმცა ადამიანებს ურჩევნიათ, ყველაფერი სწორედ ზებუნებრივ ძალებს დააბრალონ.

„რატომ ხედავს ზოგი ადამიანი იესოს სახეს ღრუბლებში ან კედლის ლაქებში? ან რატომ ესმით რაღაც ქაოსურ ხმაურში? იმიტომ რომ ადამიანის ტვინი ცდილობს მოძებნოს წესრიგი გარემომცველ სინამდვილეში. რეალობა კი ყოველთვის არ შეესაბამება იმგვარ წესრიგს, როგორც ჩვენ გვესმის. შედეგად – ადამიანი ექცევა მცდარი წარმოდგენის გავლენაში და შემთხვევით მოვლენებს შორის კავშირს ხედავს. არადა, მათ შორის არანაირი კავშირი არ არსებობს“, — ამბობს კანემანი.

მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მაგალითია ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრს დღემდე სჯერა წყევლის ძალისა.
როგორც მეცნიერი აზუსტებს, წყევლის რწმენა პიროვნების ინდივიდუალურ თვისებებთანაც არის დაკავშირებული. მაგალითად, წყევლის ძირითადად იმ ადამიანებს სჯერათ, რომლებსაც კრიტიკული აზროვნება და ღრმა ანალიზის უნარი არ აქვთ და, შესაბამისად, წარუმატებლობასა და პირადი ცხოვრების მოუწესრიგებლობას ზებუნებრივ ძალებს, მათ შორის, წყევლას უკავშირებენ.
ფსიქოლოგის მტკიცებით, ადამიანი, რომელსაც წყევლის ძალის სწამს, თავად ანადგურებს საკუთარ თავდაჯერებულობასა და მომავალი წარმატებების რწმენას. ფსიქოლოგები ამას თვითასრულებად წინასწარმეტყველებას უწოდებენ. ანუ წყევლის ძალის რწმენა გარდაუვალი უბედურების შეგრძნებას ბადებს და ამ უბრალო ვარაუდს მართლა შეუძლია ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს.
ყველა ახალი ამბავი
0