ღარიბაშვილმა რიში სუნაკს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2022
გამოწერა
ლიზ ტრასს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი მხოლოდ 44 დღე ეკავა.
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რიში სუნაკს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
როგორც ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ურთიერთობები ბოლო წლებში ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა.

„ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები ბოლო წლებში ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა. ჩემს ბრიტანელ კოლეგას ვუსურვებ წარმატებებს და მოუთმენლად ველოდები თანამშრომლობას საერთო ინტერესების ყველა შესაძლო სფეროში“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვის წერილში.

რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის 57-ე პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დღეს დაინიშნა. 42 წლის რიში სუნაკი ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია ქვეყნის ისტორიაში. მანამდე, 2020 წლის თებერვალში ის ფინანსთა მინისტრი გახდა და ამ პოსტზე, ექსპერტების შეფასებით, საკმაოდ წარმატებით გაართვა თავი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ კრიზისს.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ლიზ ტრასმა გასულ კვირაში თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ იგი დარჩება კაბინეტის მეთაურის პოსტზე იმ დრომდე, სანამ მის მემკვიდრეს არ აირჩევენ.
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2022
მსოფლიო დღეს
რიში სუნაკი ოფიციალურად გახდა ბრიტანეთის პრემიერი: ცხოვრებისეული დეტალები
სუნაკი, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა, ერთადერთი კანდიდატი გახდა მას შემდეგ, რაც თემთა პალატის ლიდერმა პენი მორდონტმა თავისი კანდიდატურა მოხსნა.
მოლოდინის მიუხედავად, ბრიტანეთის ექს-პრემიერმა ბორის ჯონსონმა მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა აღარ წამოაყენა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0