https://sputnik-georgia.com/20221025/qartvelma-sportsmenebma-evropis-chempionatze-oqro-da-vercxli-moipoves-271621875.html
ქართველმა ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს
ქართველმა ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს
Sputnik საქართველო
ევროპის ჩემპიონატი U20 და U23 ალბანეთის ქალაქ დიურესში დღეს დასრულდება. 25.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-25T11:39+0400
2022-10-25T11:39+0400
2022-10-25T16:56+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ალბანეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/19/271618196_0:0:1024:577_1920x0_80_0_0_6efa784e0ea8a82268f8ccd8495ac548.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ალბანეთში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ზაზა ლომთაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.ევროპის ჩემპიონატი U20 და U23 ალბანეთის ქალაქ დიურესში 16-დან 25 ოქტომბრამდე მიმდინარეობს.ლომთაძემ, რომელიც 109 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ატაცში სამივე ცდა 157/161/164 კგ წარმატებით გამოიყენა და მცირე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში კი ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა 195/199/205 კგ დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა. ორჭიდის ჯამით მისი შედეგია 369 კგ.იმავე წონით კატეგორიაში მოასპარეზე აკაკი ტალახაძემ ატაცში თავი 155 კგ-ს გაართვა და მეხუთე ადგილზე გავიდა. აკვრაში მან 191/199 კილოგრამის დაძლევით მცირე ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო, ორჭიდის ჯამში 354 კგ-ით კი მეოთხე ადგილი დაიკავა.ერთი დღით ადრე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი კირვალიძემ (U20).საქართველოს 23-წლამდე ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძეა. ზაზა ლომთაძის პირადი მწვრთნელი მალხაზ ლომთაძეა, აკაკი ტალახაძის პირადი მწვრთნელი კი კობა ტალახაძე.
საქართველო
ალბანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/19/271618196_0:0:1024:768_1920x0_80_0_0_87d5b3081b64ad85f2c024a33948d20a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ალბანეთი , ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ალბანეთი , ახალი ამბები
ქართველმა ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს
11:39 25.10.2022 (განახლებულია: 16:56 25.10.2022) ევროპის ჩემპიონატი U20 და U23 ალბანეთის ქალაქ დიურესში დღეს დასრულდება.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ალბანეთში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ზაზა ლომთაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატი U20 და U23 ალბანეთის ქალაქ დიურესში 16-დან 25 ოქტომბრამდე მიმდინარეობს.
ლომთაძემ, რომელიც 109 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ატაცში სამივე ცდა 157/161/164 კგ წარმატებით გამოიყენა და მცირე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში კი ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა 195/199/205 კგ დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა. ორჭიდის ჯამით მისი შედეგია 369 კგ.
იმავე წონით კატეგორიაში მოასპარეზე აკაკი ტალახაძემ ატაცში თავი 155 კგ-ს გაართვა და მეხუთე ადგილზე გავიდა. აკვრაში მან 191/199 კილოგრამის დაძლევით მცირე ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო, ორჭიდის ჯამში 354 კგ-ით კი მეოთხე ადგილი დაიკავა.
ერთი დღით ადრე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი კირვალიძემ (U20).
საქართველოს 23-წლამდე ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძეა. ზაზა ლომთაძის პირადი მწვრთნელი მალხაზ ლომთაძეა, აკაკი ტალახაძის პირადი მწვრთნელი კი კობა ტალახაძე.