https://sputnik-georgia.com/20221025/ivanisvili-alievi-saidumlo-sexvedra-271642083.html
გამართეს თუ არა ივანიშვილმა და ალიევმა საიდუმლო შეხვედრა
გამართეს თუ არა ივანიშვილმა და ალიევმა საიდუმლო შეხვედრა
Sputnik საქართველო
მმართველ პარტიაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ინფორმაცია უარყვეს. 25.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-25T20:06+0400
2022-10-25T20:06+0400
2022-10-25T22:26+0400
ბიძინა ივანიშვილი
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
აზერბაიჯანი
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22901/53/229015340_0:0:1201:676_1920x0_80_0_0_d6cd22f65099772915702aa8c64243fd.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ინფორმაცია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან საიდუმლო შეხვედრის შესახებ აბსოლუტური ბოდვა და სისულელეა, განაცხადა დეპუტატმა უმრავლესობიდან ალუდა ღუდუშაურმა.განცხადება ივანიშვილისა და ალიევის შეხვედრის შესახებ „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამტკიცებს, შეხვედრაზე ივანიშვილი ალიევს კლანურ ოჯახებს შორის მილიარდების განაწილებაზე შეუთანხმდა, რომლებიც ნავთობისა და გაზის ევროპაში ტრანსპორტირების შედეგად დაგროვდება.ორშაბათს საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია, რომელმაც მთავრობის მეთაურთან ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა შეხვედრა.ვიზიტის ფარგლებში ალიევმა და ღარიბაშვილმა განიხილეს ერთობლივი პროექტები ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. აღინიშნა, რომ ქვეყნები გააგრძელებენ პროექტებს, რომლებიც დაეხმარება ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდას აზერბაიჯანიდან საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს გავლით.ამას გარდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა დაიწყოს სამმხრივი ფორმატის დიალოგი სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მონაწილეობით.ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22901/53/229015340_0:0:993:745_1920x0_80_0_0_a6d53f3f81ae2eafab05657b4d49ea2b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბიძინა ივანიშვილი , ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, აზერბაიჯანი, ქართული ოცნება
ბიძინა ივანიშვილი , ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, აზერბაიჯანი, ქართული ოცნება
გამართეს თუ არა ივანიშვილმა და ალიევმა საიდუმლო შეხვედრა
20:06 25.10.2022 (განახლებულია: 22:26 25.10.2022) მმართველ პარტიაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ინფორმაცია უარყვეს.
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ინფორმაცია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან საიდუმლო შეხვედრის შესახებ აბსოლუტური ბოდვა და სისულელეა, განაცხადა დეპუტატმა უმრავლესობიდან ალუდა ღუდუშაურმა.
განცხადება ივანიშვილისა და ალიევის შეხვედრის შესახებ „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამტკიცებს, შეხვედრაზე ივანიშვილი ალიევს კლანურ ოჯახებს შორის მილიარდების განაწილებაზე შეუთანხმდა, რომლებიც ნავთობისა და გაზის ევროპაში ტრანსპორტირების შედეგად დაგროვდება.
„დღეს რამდენიმე გრანდიოზული სისულელე მოვისმინე. ერთ-ერთი იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ,,შატო მუხრანში" იმყოფებოდა ალიევთან. ნახეთ სადმე? ეს აბსოლუტური ბოდვა და სისულელეა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა „TV პირველის“ ეთერში.
ორშაბათს საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია, რომელმაც მთავრობის მეთაურთან ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა შეხვედრა.
ვიზიტის ფარგლებში ალიევმა და ღარიბაშვილმა განიხილეს ერთობლივი პროექტები ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. აღინიშნა, რომ ქვეყნები გააგრძელებენ პროექტებს, რომლებიც დაეხმარება ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდას აზერბაიჯანიდან საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს გავლით.
ამას გარდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა დაიწყოს სამმხრივი ფორმატის დიალოგი სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მონაწილეობით.