„ბუნძური ბომბის“ საკითხი: რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში განხილვებს ითხოვს

© AP Photo / John Minchillo
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2022
გამოწერა
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში კიევის „ბინძური ბომბის“ პროვოკაციის საკითხის განხილვა მოითხოვა, იუწყება „რია ნოვოსტი“ წყაროზე დაყრდნობით.

„რუსეთის ფედერაციამ სექციაში „სხვადასხვა" (იმართება დახურულ კარს მიღმა) „ბინძური ბომბის“ პროვოკაციის საკითხის განხილვა მოითხოვა სამშაბათისთვის“, — განუცხადა სააგენტოს წყარომ.

მანამდე სხვადასხვა ქვეყნების მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევი უკრაინის ტერიტორიაზე მცირე სიმძლავრის ბირთვული ბომბის აფეთქებას გეგმავს, რათა შემდეგ რუსეთი დაადანაშაულოს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაში. რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ ბომბის დამზადება უკვე დასკვნით ეტაპზეა, და თავდაცვის სამინისტრომ, შესაძლო პროვოკაციასთან დაკავშირებით, ძალები და საშუალებები მოამზადა რადიოაქტიური დაბინძურების პირობებში დავალებების შესასრულებლად.
ყველა ახალი ამბავი
0