https://sputnik-georgia.com/20221024/srola-marneulsi-271586274.html
სროლა მარნეულში: მამაკაცი ვიდეომიმართვის გამო დაჭრეს?
სროლა მარნეულში: მამაკაცი ვიდეომიმართვის გამო დაჭრეს?
Sputnik საქართველო
ადგილობრივი მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ მამაკაცი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვის გამო დაჭრეს. 24.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-24T13:11+0400
2022-10-24T13:11+0400
2022-10-24T16:02+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
მარნეული
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264904106_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_ab8e6b4cd81a9b65a22c2a3f7562f9f4.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. მარნეულის რაიონში ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ ერთი ადამიანი დაჭრეს, რაც, შესაძლოა, სოციალურ ქსელში მის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას უკავშირდებოდეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.შემთხვევა სოფელ ყიზილაჯლოში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, არიფ აზიზოვი მეგობრებთან ერთად ჩაიხანიდან გამოვიდა, რა დროსაც უცნობმა პირებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. აზიზოვს ოთხი ტყვია მოხვდა ფეხების არეში.მომხდარის მიზეზებზე აზიზოვის ძმამ ისაუბრა. მისი თქმით, მამაკაცი ცოტა ხნის წინ რუსეთიდან ჩამოვიდა. მალე მან შეიტყო, რომ ადგილობრივების გარკვეული ჯგუფი თანასოფლელებს ფულს სძალავდა. იყო მკვლელობისა და ავტომობილების დაწვის შემთხვევებიც, აღნიშნა მან.ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაზარალებულის ძმამ განაცხადა, რომ აზიზოვმა სოციალური ქსელის პირად გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ ასეთი საქციელი მისთვის მიუღებელია. სწორედ ეს გახდა მასზე თავდასხმის მიზეზი. მამაკაცს ხუთჯერ ესროლეს, მოხვდა ოთხი ტყვია.მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.პოლიციელებმა უკვე ამოიღეს ვიდეოკამერების ჩანაწერები ახლომდებარე ტერიტორიებიდან. დაწყებულია გამოძიება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
მარნეული
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264904106_0:0:2635:1976_1920x0_80_0_0_d050ba450610960c30132c15bc01d214.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, მარნეული
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, მარნეული
სროლა მარნეულში: მამაკაცი ვიდეომიმართვის გამო დაჭრეს?
13:11 24.10.2022 (განახლებულია: 16:02 24.10.2022) ადგილობრივი მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ მამაკაცი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვის გამო დაჭრეს.
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. მარნეულის რაიონში ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ ერთი ადამიანი დაჭრეს, რაც, შესაძლოა, სოციალურ ქსელში მის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას უკავშირდებოდეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა სოფელ ყიზილაჯლოში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, არიფ აზიზოვი მეგობრებთან ერთად ჩაიხანიდან გამოვიდა, რა დროსაც უცნობმა პირებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. აზიზოვს ოთხი ტყვია მოხვდა ფეხების არეში.
მომხდარის მიზეზებზე აზიზოვის ძმამ ისაუბრა. მისი თქმით, მამაკაცი ცოტა ხნის წინ რუსეთიდან ჩამოვიდა. მალე მან შეიტყო, რომ ადგილობრივების გარკვეული ჯგუფი თანასოფლელებს ფულს სძალავდა. იყო მკვლელობისა და ავტომობილების დაწვის შემთხვევებიც, აღნიშნა მან.
ტელეკომპანიის
ინფორმაციით, დაზარალებულის ძმამ განაცხადა, რომ აზიზოვმა სოციალური ქსელის პირად გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ ასეთი საქციელი მისთვის მიუღებელია. სწორედ ეს გახდა მასზე თავდასხმის მიზეზი. მამაკაცს ხუთჯერ ესროლეს, მოხვდა ოთხი ტყვია.
მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციელებმა უკვე ამოიღეს ვიდეოკამერების ჩანაწერები ახლომდებარე ტერიტორიებიდან. დაწყებულია გამოძიება.