https://sputnik-georgia.com/20221024/semekis-tavmjdomare-meore-vadit-narmania-gaxda-271599346.html
სემეკის თავმჯდომარე მეორე ვადით კვლავ დავით ნარმანია გახდა
სემეკის თავმჯდომარე მეორე ვადით კვლავ დავით ნარმანია გახდა
Sputnik საქართველო
კანონმდებლობის შესაბამისად, სემეკის თავმჯდომარედ ირჩევა სემეკის ერთ-ერთი წევრი 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. 24.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-24T18:13+0400
2022-10-24T18:13+0400
2022-10-24T22:06+0400
სემეკი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24759/19/247591983_0:20:2500:1426_1920x0_80_0_0_c322874d0baa36d89da8b78d0b5d19ae.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე მეორე ვადით კვლავ დავით ნარმანია გახდა.სემეკის თავმჯდომრის არჩევნებზე კომისიის წევრებმა დავით ნარმანია ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მეორე ვადით აირჩიეს. კენჭისყრის შედეგები საჯარო სხდომაზე დამტკიცდა.დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ პირველი ვადით 2019 წელს აირჩიეს, ხოლო კომისიის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის დეკემბერში ის 6 წლის ვადით დაამტკიცა. მანამდე, 2014 წლის 2 აგვისტოდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე ნარმანია თბილისის მერი იყო.სემეკის ინფორმაციით, დავით ნარმანიას თავმჯდომარეობის პირველი ვადის პერიოდში სემეკს მიენიჭა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში განათლების ხელშეწყობის კუთხით ჩამოყალიბდა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, ენერგეტიკული ბაზრების რეფორმის ფარგლებში შემუშავდა და დამტკიცდა რეფორმის განხორციელების ხელშემწყობი 50-ზე მეტი ნორმატიული აქტი და ა.შ.„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრები ფარული კენჭისყრით, საკუთარი შემადგებლობიდან ირჩევენ კომისიის თავმჯდომარეს. ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით (ნაცვლად 6 წლისა), მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24759/19/247591983_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_ce034389fcf9a499693cc3718c0c398e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სემეკი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
სემეკი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
სემეკის თავმჯდომარე მეორე ვადით კვლავ დავით ნარმანია გახდა
18:13 24.10.2022 (განახლებულია: 22:06 24.10.2022) კანონმდებლობის შესაბამისად, სემეკის თავმჯდომარედ ირჩევა სემეკის ერთ-ერთი წევრი 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა.
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე მეორე ვადით კვლავ დავით ნარმანია გახდა.
სემეკის თავმჯდომრის არჩევნებზე კომისიის წევრებმა დავით ნარმანია ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მეორე ვადით აირჩიეს. კენჭისყრის შედეგები საჯარო სხდომაზე დამტკიცდა.
დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ პირველი ვადით 2019 წელს აირჩიეს, ხოლო კომისიის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის დეკემბერში ის 6 წლის ვადით დაამტკიცა. მანამდე, 2014 წლის 2 აგვისტოდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე ნარმანია თბილისის მერი იყო.
სემეკის ინფორმაციით, დავით ნარმანიას თავმჯდომარეობის პირველი ვადის პერიოდში სემეკს მიენიჭა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში განათლების ხელშეწყობის კუთხით ჩამოყალიბდა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, ენერგეტიკული ბაზრების რეფორმის ფარგლებში შემუშავდა და დამტკიცდა რეფორმის განხორციელების ხელშემწყობი 50-ზე მეტი ნორმატიული აქტი და ა.შ.
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრები ფარული კენჭისყრით, საკუთარი შემადგებლობიდან ირჩევენ კომისიის თავმჯდომარეს. ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით (ნაცვლად 6 წლისა), მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა.