https://sputnik-georgia.com/20221024/seizleba-ombudsmenobis-kandidatze-setandmeba-ver-moxdes-matikasvili-271601730.html
შეიძლება კანდიდატზე შეთანხმება ვერ მოხდეს - დეპუტატი ომბუდსმენობის კანდიდატებზე
შეიძლება კანდიდატზე შეთანხმება ვერ მოხდეს - დეპუტატი ომბუდსმენობის კანდიდატებზე
Sputnik საქართველო
ყველაზე მნიშვნელოვანია ორი კრიტერიუმი – კომპეტენცია და მიუკერძოებლობა, განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა. 24.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-24T18:49+0400
2022-10-24T18:49+0400
2022-10-24T22:17+0400
საქართველოს სახალხო დამცველი
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264698214_0:0:3140:1767_1920x0_80_0_0_d491d3a54b33dac50ce8a8ea4d7641b9.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. სახალხო დამცველის კანდიდატზე შეთანხმება მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეიძლება ვერ მოხდეს, განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.საქართველოს პარლამენტის კომიტეტებს ომბუდსმენის პოსტზე 19-ვე კანდიდატის განხილვა მოუწევთ. პარტიებს 21 ოქტომბრამდე ჰქონდათ დრო, რომ გარკვეულიყვნენ თავიანთ კანდიდატთან დაკავშირებით და განსახილველად სულ ცოტა 7 ადამიანი წარედგინათ. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა თავისი კანდიდატების დასახელებაზე და ამის უფლება ოპოზიციას მისცა.მათიკაშვილის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ორი კრიტერიუმია – ესაა კომპეტენცია და მიუკერძოებლობა.დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს.„ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ისინი შეეცდებიან შეინარჩუნონ მოქმედი სახალხო დამცველის აპარატი“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.ცვლილებები დამტკიცებულია: საქართველოს სახალხო დამცველს ღია კენჭისყრის წესით აირჩევენ>>მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში იწურება. საქართველოს კონსტიტუციით, მას მეორე ვადით არჩევა არ შეუძლია.ახალი ომბუდსმენის ასარჩევად სულ ცოტა 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, ანუ ოპოზიციის გარეშე მას ვერ აირჩევენ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264698214_338:28:2939:1979_1920x0_80_0_0_eeedabe76e7af0697b7d556ee7760598.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
შეიძლება კანდიდატზე შეთანხმება ვერ მოხდეს - დეპუტატი ომბუდსმენობის კანდიდატებზე
18:49 24.10.2022 (განახლებულია: 22:17 24.10.2022) ყველაზე მნიშვნელოვანია ორი კრიტერიუმი – კომპეტენცია და მიუკერძოებლობა, განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა.
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. სახალხო დამცველის კანდიდატზე შეთანხმება მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეიძლება ვერ მოხდეს, განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებს ომბუდსმენის პოსტზე 19-ვე კანდიდატის განხილვა მოუწევთ. პარტიებს 21 ოქტომბრამდე ჰქონდათ დრო, რომ გარკვეულიყვნენ თავიანთ კანდიდატთან დაკავშირებით და განსახილველად სულ ცოტა 7 ადამიანი წარედგინათ. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა თავისი კანდიდატების დასახელებაზე და ამის უფლება ოპოზიციას მისცა.
მათიკაშვილის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ორი კრიტერიუმია – ესაა კომპეტენცია და მიუკერძოებლობა.
„სწორედ ამ კრიტერიუმების შესაბამისად იქნება კითხვები დასმული. იმისდა მიხედვით, თუ რა პასუხები გაიცემა და შეთანხმდება უმრავლესობა და ოპოზიცია, შესაბამისად, რომელიმე კანდიდატზე იქნება აქცენტი გაკეთებული. გამორიცხული არ არის, ასეთი შეთანხმება ვერ მოხდეს“, – განუცხადა მათიკაშვილმა ჟურნალისტებს.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს.
„ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ისინი შეეცდებიან შეინარჩუნონ მოქმედი სახალხო დამცველის აპარატი“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში იწურება. საქართველოს კონსტიტუციით, მას მეორე ვადით არჩევა არ შეუძლია.
ახალი ომბუდსმენის ასარჩევად სულ ცოტა 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, ანუ ოპოზიციის გარეშე მას ვერ აირჩევენ.