რუსეთი გენასამბლეის სხდომების ნიუ-იორკიდან სხვაგან გადატანას ითხოვს

© Сourtesy of Georgian Government
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2022
გამოწერა
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. გაეროს შტაბ-ბინის აშშ-დან სხვაგან გადატანა არარეალურია ფინანსური დანახარჯებიდან გამომდინარე, მაგრამ ორგანიზაციის ხაზით ცალკეული ღონისძიებების მესამე ქვეყნებში ჩატარება შესაძლებელია, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა კონსტანტინ კოსაჩოვმა.
მისი თქმით, ვაშინგტონი აშკარად ვერ ართმევს თავს საკუთარ ვალდებულებებს.

„თავად შტაბ-ბინის გადატანა არარეალურია იმ უზარმაზარი ფინანსური ხარჯების გათვალისწინებით, რაც ასეთ გადაწყვეტილებას მოჰყვება. მაგრამ გაეროს ხაზით ღონისძიებების მესამე ქვეყნებში ჩატარება, მათ შორის გენერალური ასამბლეის სხდომებისა, ჩემი აზრით, მომწიფებულია და თავად ორგანიზაციის ინტერესებსაც პასუხობს იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებული შტატები, როგორც შტაბ-ბინის მასპინძელი ქვეყანა, აშკარად ვერ უმკლავდება თავის მოვალეობებს“, — მიაჩნია კოსაჩოვს.

მანამდე პარტია „რუსეთის კომუნისტების“ თავმჯდომარემ სერგეი მალინკოვიჩმა გაეროს შტაბ-ბინის ნიუ-იორკიდან მოსკოვში გადატანა მოითხოვა, რაც, მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების სახსოვარი იქნებოდა.
დღეს, 24 ოქტომბერს საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის, შემოკლებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) საერთაშორისო დღე აღინიშნება. ორგანიზაცია 1945 წლის 26 ივნისს შეიქმნა, როდესაც სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 50 სახელმწიფომ მოაწერა ხელი მის წესდებას. წესდება ძალაში 1945 წლის 24 ოქტომბერს შევიდა. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში როგორც გაერთიანებული ერების დღე.
ყველა ახალი ამბავი
0