https://sputnik-georgia.com/20221024/rishi-sunaki-britanetis-premieri-gaxdeba-271603597.html
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს რიში სუნაკი დაიკავებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს რიში სუნაკი დაიკავებს
Sputnik საქართველო
ლიზ ტრასს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი მხოლოდ 44 დღე ეკავა. 24.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-24T19:51+0400
2022-10-24T19:51+0400
2023-07-20T15:47+0400
მსოფლიო დღეს
დიდი ბრიტანეთი
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/18/271602063_0:720:2048:1872_1920x0_80_0_0_bc30c578e8575a1eeb629e65e7bbfd20.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის მმართველი „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე გახდა ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი, რომელიც ასევე დაიკავებს ქვეყნის პრემიერის თანამდებობას.პრემიერ-მინისტრმა და დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ლიზ ტრასმა გასულ კვირაში თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ იგი დარჩება კაბინეტის მეთაურის პოსტზე იმ დრომდე, სანამ მისი მემკვიდრის არჩევა არ მოხდება.სუნაკი, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა, ერთადერთი კანდიდატი გახდა მას შემდეგ, რაც თემთა პალატის ლიდერმა პენი მორდონტმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.არჩევნებში მონაწილეობისთვის კანდიდატს მინიმუმ 100 დეპუტატის მხარდაჭერა უნდა მიეღო.მოლოდინის მიუხედავად, ბრიტანეთის ექს-პრემიერმა ბორის ჯონსონმა მთავრობის კაბინეტის ხელმძღვანელის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა აღარ წამოაყენა.მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 20 ოქტომბერს განაცხადა. მას მთავრობის მეთაურის პოსტი მხოლოდ 44 დღის განმავლობაში ეკავა, რაც ყველაზე მოკლე პერიოდია თანამედროვე ბრიტანეთის ისტორიაში.
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/18/271602063_0:528:2048:2064_1920x0_80_0_0_626974d7dc83bfd6a0257451c1d556d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დიდი ბრიტანეთი , პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთი , პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს რიში სუნაკი დაიკავებს
19:51 24.10.2022 (განახლებულია: 15:47 20.07.2023) ლიზ ტრასს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი მხოლოდ 44 დღე ეკავა.
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის მმართველი „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე გახდა ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი, რომელიც ასევე დაიკავებს ქვეყნის პრემიერის თანამდებობას.
პრემიერ-მინისტრმა და დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ლიზ ტრასმა გასულ კვირაში თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ იგი დარჩება კაბინეტის მეთაურის პოსტზე იმ დრომდე, სანამ მისი მემკვიდრის არჩევა არ მოხდება.
სუნაკი, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა, ერთადერთი კანდიდატი გახდა მას შემდეგ, რაც თემთა პალატის ლიდერმა პენი მორდონტმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
არჩევნებში მონაწილეობისთვის კანდიდატს მინიმუმ 100 დეპუტატის მხარდაჭერა უნდა მიეღო.
მოლოდინის მიუხედავად, ბრიტანეთის ექს-პრემიერმა ბორის ჯონსონმა მთავრობის კაბინეტის ხელმძღვანელის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა აღარ წამოაყენა.
მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 20 ოქტომბერს განაცხადა. მას მთავრობის მეთაურის პოსტი მხოლოდ 44 დღის განმავლობაში ეკავა, რაც ყველაზე მოკლე პერიოდია თანამედროვე ბრიტანეთის ისტორიაში.