ქუთაისის აეროპორტის გახსნა 31 ოქტომბრამდე გადაიდო

© photo: Sputnik / Stringerქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2022
გამოწერა
მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს წლიური გეგმა ითვალისწინებს, რაც აეროპორტის ნორმალური მუშაობის უზრუნველყოფის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეისების მიღებას 31 ოქტომბრიდან შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასაფრენი ბილიკის რემონტთან დაკავშირებით 10 ოქტომბერს დაიკეტა და 24 ოქტომბერს უნდა გახსნილიყო.
უწყების ცნობით, თარიღის გადაწევის მიზეზი არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობებია.

„არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საფუძველზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება და აეროპორტი რეისების მიღებას 31 ოქტომბრიდან შეძლებს. ამ პერიოდში კი რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აეროპორტის 2,5-კილომეტრიანი ასაფრენი ბილიკის გეგმური რემონტი ოქტომბერშია გაწერილი. აეროპორტების გაერთიანებას ტენდერი 8 მლნ ლარზე აქვს გამოცხადებული. რემონტი მთლიანად კომპანიის შემოსავლების ხარჯზე კეთდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0