https://sputnik-georgia.com/20221024/medikamentebi-da-produqtebi-romelta-ertad-mirebac-dausvebelia-271593641.html
აკრძალული კომბინაცია: მედიკამენტები და პროდუქტები, რომელთა ერთად მიღებაც დაუშვებელია
აკრძალული კომბინაცია: მედიკამენტები და პროდუქტები, რომელთა ერთად მიღებაც დაუშვებელია
Sputnik საქართველო
ყველამ ვიცით, რომ წამლის მიღებას თავისი მკაცრად განსაზღვრული წესები აქვს. ეს შეეხება როგორც დოზირებასა და მიღების სისტემას, ისე კვების რაციონს მკურნალობის... 24.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-24T16:00+0400
2022-10-24T16:00+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/18/251255144_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_a91a08ec2e4fea0acb012af564bf7762.jpg
ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე პრეპარატისა და პროდუქტის ჩამონათვალს, რომელთა ერთად მიღება რეკომენდებული არ არის და ზოგ შემთხვევაში კატეგორიულად აკრძალულიცაა.გახსოვდეთ: ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე უწყინარი პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ადამიანის ორგანიზმი უნიკალურია და ამიტომ მკურნალობის მეთოდიც შესაძლოა ინდივიდუალური დაგჭირდეთ. ამიტომაც ვერცერთი ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევა, რომელიც ზოგად ხასიათს ატარებს, ვერ შეგიცვლით ექიმის კონსულტაციას.პრეპარატები ბრონქების სპაზმისთვისინიშნება ასთმის, ბრონქიტისა და ფილტვების სხვა დაავადებებისას.პრეპარატები: თეოფილინი, ალბუტეროლი — მათი მიღებისას უნდა შეიზღუდოს კოფეინის შემცველი სასმელები და პროდუქტები.ორივე პრეპარატი ნერვული სისტემის მასტიმულირებელია. ამიტომ ნევროზული და გაღიზიანებული მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად მკურნალობის პერიოდში აუცილებელია კოფეინის რაოდენობის შემცირება. განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს თეოფილინის მიღებისას, ვინაიდან კოფეინი პრეპარატის ტოქსიკურობას აძლიერებს.ამ დროს რაციონიდან უნდა ამოიღოთ ცხიმიანი საკვებიც, ვინაიდან ის თეოფილინის ბიოწვდომას, ანუ ორგანიზმის მიერ მის შეწოვას ზრდის, რამაც შესაძლოა დოზის გადაჭარბება გამოიწვიოს.არტერიული წნევის დასაწევი პრეპარატებიინიშნება გულისა და თირკმელების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.პრეპარატები: კაპტოპრილი, ენალაპრილი, რამიპრილი — მათი მიღებისას უნდა შეიზღუდოს კალიუმით მდიდარი საკვები.ამ ჯგუფის წამლები სისხლში კალიუმის რაოდენობას ზრდის, რომლის ჭარბმა დოზამ შესაძლოა გულის რიტმის დარღვევა და ჰაერის უკმარისობა გამოიწვიოს. ამიტომ მკურნალობის პერიოდში რაციონიდან უნდა ამოვიღოთ: ბანანი, კარტოფილი, სოიო, ავოკადო, ჭარხლის ფოთოლი, ლობიო, ოსპი, ისპანახი.არითმიის სამკურნალო პრეპარატებიინიშნება გულის უკმარისობის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.პრეპარატი დიგოქსინი — მისი მიღებისას უნდა შეიზღუდოს ძირტკბილა.ძირტკბილა შეიცავს გლიცირინიზებულ მჟავას, რომელმაც დიგოქსინთან კონტაქტისას შესაძლოა გულისცემის დარღვევა და გულის შეტევაც კი გამოიწვიოს.აღსანიშნავია, რომ ეს ნივთიერება ასევე შედის კანფეტებში, ტორტებსა და სხვა საკონდიტრო ნაწარმში, ასევე ბურახსა და ლუდში.საკვები ბოჭკო, მაგალითად, ქატო ამცირებს დიგოქსინის ეფექტურობას, ამიტომ თუ მაინცდამაინც ქატოს მიირთმევთ, წამალი ჭამამდე ორი საათით ადრე, ან ორი საათის შემდეგ დალიეთ.დიგოქსინის მოქმედებას აუარესებს ისეთი ბალახეულიც, როგორიცაა კრაზანა (зверобой).ცუდი ქოლესტერინის დამწევი პრეპარატებიინიშნება სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ.პრეპარატები: ატორვასტატინი, ფლუვასტატინი, ლოვასტატინი, სიმვასტატინი, როზუვასტატინი, პრავასტატინი — უნდა შეიზღუდოს გრეიპფრუტი.გრეიპფრუტი ძალიან ზრდის პრეპარატების შეწოვის უნარს, რაც დოზის გადაჭარბებისა და გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკს ამაღლებს. მაგალითად, ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან ნებისმიერის ერთი აბის ეფექტი, თუ მას გრეიპფრუტის წვენს დააყოლებთ, უდრის ჩვეულებრივი წყლით დალეული 20 აბის ეფექტს. ანალოგიური ქმედება ახასიათებს: თურინჯს (помело), ლაიმსა და სევილიურ ფორთოხალს.სისხლის გამათხიერებელი პრეპარატებიინიშნება თრომბების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.პრეპარატი ვარფარინი — უნდა შეიზღუდოს სისხლის წებოვანების შემამცირებელი და К ვიტამინით მდიდარი პროდუქტები.ვარფარინის მიღებისას რაციონიდან უნდა ამოიღოთ ან მნიშვნელოვნად შეამციროთ: ნიორი, კენკროვნები, ჯანჯაფილი, დარიჩინი, კურკუმა, წითელი წიწაკა.ეს პროდუქტები სისხლს ათხელებს და, შესაბამისად, აძლიერებს ვარფარინის ეფექტს, რასაც შესაძლოა სისხლდენაც მოჰყვეს.რაც შეეხება К ვიტამინს, ის დიდი რაოდენობით შედის: ისპანახში, თალგამში, თეთრ კომბოსტოში, ბროკოლიში, კარტოფილში, სოიოში, ავოკადოში, ჭარხლის ფოთოლში, ლობიოში, ოსპში.ტირეოდული ჰორმონებიინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლისას.პრეპარატი: ლევოტიროქსინი — უნდა შეიზღუდოს: სოიო, ნიგოზი, ცელულოზის შემცველი პროდუქტები.იმათ, ვისაც სამკურნალოდ ლევოტიროქსინს ან მის ანალოგებს (ეუტიროქსი, ბაგოტიროქსი, L-ტიროქსინი) უნიშნავენ, აუცილებლად უნდა შეზღუდონ ზემოთ ჩამოთვლილი და ასევე სოიოსგან დამზადებული პროდუქტები, ვინაიდან ისინი ლევოტიროქსინის შეწოვას ბლოკავს.ანტიბიოტიკებიინიშნება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.პრეპარატები: ტეტრაციკლინი (და ამ რიგის სხვა პრეპარატები), ციპროფლოქსაცინი, პენიცილინი — უნდა შეიზღუდოს რძის პროდუქტები.აღნიშნული პრეპარატები კალციუმთან (რომლითაც რძის პროდუქტებია მდიდარი) ურთიერთქმედებისას ძნელად გამოსადევნ შენაერთებს წარმოქმნის, რაც პრეპარატის აქტიურობას მკვეთრად ამცირებს.ტკივილგამაყუჩებლებიინიშნება ანთებების, კუნთებისა და თავის ტკივილისას.პრეპარატი იბუპროფენი — უნდა შეიზღუდოს ტკბილი, გაზიანი სასმელები.იბუპროფენი (ნუროფენი, ადვილი, ბონიფენი) არათავსებადია ტკბილ გაზიან წყლებთან. ნახშირმჟავა გაზი და მჟავა, რომელიც გაზიან სასმელებში შედის, აძლიერებს შეწოვას და ზრდის პრეპარატის კონცენტრაციას სისხლში. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება დოზის გაკონტროლება და დგება ტოქსიკური მოწამვლის საფრთხე, რაც პირველ რიგში თირკმელებზე მოქმედებს.ანტიდეპრესანტებიინიშნება ძლიერი დეპრესიისას.პრეპარატები: მონოამინოქსიდაზების ინგიბიტორთა ჯგუფის ყველა პრეპარატი (ტრანილციპრომინი, ფენელზინი, ნიალამიდი) — უნდა შეიზღუდოს ტირამინით მდიდარი პროდუქტები.დეპრესიის საწინააღმდეგო პრეპარატები მონოამინოქსიდაზების ინგიბიტორებს შეიცავს, რომელიც ტირამინთან რეაქციაში შედის და შეუძლია წნევა კრიტიკულ ნიშნულამდე გაზარდოს.ტირამინი — ეს ამინომჟავაა, რომელიც ცილებით მდიდარ დაძველებულ პროდუქტებში წარმოიქმნება. ეს ნივთიერება ასევე დიდი რაოდენობით შედის დაძველებულ ყველში, გამოყვანილ ხორცსა და თევზში, გამომშრალ ძეხვეულში, ხორცისა და თევზის კონსერვებში.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/18/251255144_180:0:1887:1280_1920x0_80_0_0_5525efcb20bb9313de7fd7dc52820375.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
აკრძალული კომბინაცია: მედიკამენტები და პროდუქტები, რომელთა ერთად მიღებაც დაუშვებელია
16:00 24.10.2022 (განახლებულია: 10:48 17.08.2023) ყველამ ვიცით, რომ წამლის მიღებას თავისი მკაცრად განსაზღვრული წესები აქვს. ეს შეეხება როგორც დოზირებასა და მიღების სისტემას, ისე კვების რაციონს მკურნალობის პერიოდში.
ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე პრეპარატისა და პროდუქტის ჩამონათვალს, რომელთა ერთად მიღება რეკომენდებული არ არის და ზოგ შემთხვევაში კატეგორიულად აკრძალულიცაა.
გახსოვდეთ: ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე უწყინარი პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ადამიანის ორგანიზმი უნიკალურია და ამიტომ მკურნალობის მეთოდიც შესაძლოა ინდივიდუალური დაგჭირდეთ. ამიტომაც ვერცერთი ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევა, რომელიც ზოგად ხასიათს ატარებს, ვერ შეგიცვლით ექიმის კონსულტაციას.
პრეპარატები ბრონქების სპაზმისთვის
ინიშნება ასთმის, ბრონქიტისა და ფილტვების სხვა დაავადებებისას.
პრეპარატები: თეოფილინი, ალბუტეროლი — მათი მიღებისას უნდა შეიზღუდოს კოფეინის შემცველი სასმელები და პროდუქტები.
ორივე პრეპარატი ნერვული სისტემის მასტიმულირებელია. ამიტომ ნევროზული და გაღიზიანებული მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად მკურნალობის პერიოდში აუცილებელია კოფეინის რაოდენობის შემცირება. განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს თეოფილინის მიღებისას, ვინაიდან კოფეინი პრეპარატის ტოქსიკურობას აძლიერებს.
ამ დროს რაციონიდან უნდა ამოიღოთ ცხიმიანი საკვებიც, ვინაიდან ის თეოფილინის ბიოწვდომას, ანუ ორგანიზმის მიერ მის შეწოვას ზრდის, რამაც შესაძლოა დოზის გადაჭარბება გამოიწვიოს.
არტერიული წნევის დასაწევი პრეპარატები
ინიშნება გულისა და თირკმელების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
პრეპარატები: კაპტოპრილი, ენალაპრილი, რამიპრილი — მათი მიღებისას უნდა შეიზღუდოს კალიუმით მდიდარი საკვები.
ამ ჯგუფის წამლები სისხლში კალიუმის რაოდენობას ზრდის, რომლის ჭარბმა დოზამ შესაძლოა გულის რიტმის დარღვევა და ჰაერის უკმარისობა გამოიწვიოს. ამიტომ მკურნალობის პერიოდში რაციონიდან უნდა ამოვიღოთ: ბანანი, კარტოფილი, სოიო, ავოკადო, ჭარხლის ფოთოლი, ლობიო, ოსპი, ისპანახი.
არითმიის სამკურნალო პრეპარატები
ინიშნება გულის უკმარისობის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
პრეპარატი დიგოქსინი — მისი მიღებისას უნდა შეიზღუდოს ძირტკბილა.
ძირტკბილა შეიცავს გლიცირინიზებულ მჟავას, რომელმაც დიგოქსინთან კონტაქტისას შესაძლოა გულისცემის დარღვევა და გულის შეტევაც კი გამოიწვიოს.
აღსანიშნავია, რომ ეს ნივთიერება ასევე შედის კანფეტებში, ტორტებსა და სხვა საკონდიტრო ნაწარმში, ასევე ბურახსა და ლუდში.
საკვები ბოჭკო, მაგალითად, ქატო ამცირებს დიგოქსინის ეფექტურობას, ამიტომ თუ მაინცდამაინც ქატოს მიირთმევთ, წამალი ჭამამდე ორი საათით ადრე, ან ორი საათის შემდეგ დალიეთ.
დიგოქსინის მოქმედებას აუარესებს ისეთი ბალახეულიც, როგორიცაა კრაზანა (зверобой).
ცუდი ქოლესტერინის დამწევი პრეპარატები
ინიშნება სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ.
პრეპარატები: ატორვასტატინი, ფლუვასტატინი, ლოვასტატინი, სიმვასტატინი, როზუვასტატინი, პრავასტატინი — უნდა შეიზღუდოს გრეიპფრუტი.
გრეიპფრუტი ძალიან ზრდის პრეპარატების შეწოვის უნარს, რაც დოზის გადაჭარბებისა და გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკს ამაღლებს. მაგალითად, ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან ნებისმიერის ერთი აბის ეფექტი, თუ მას გრეიპფრუტის წვენს დააყოლებთ, უდრის ჩვეულებრივი წყლით დალეული 20 აბის ეფექტს. ანალოგიური ქმედება ახასიათებს: თურინჯს (помело), ლაიმსა და სევილიურ ფორთოხალს.
სისხლის გამათხიერებელი პრეპარატები
ინიშნება თრომბების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
პრეპარატი ვარფარინი — უნდა შეიზღუდოს სისხლის წებოვანების შემამცირებელი და К ვიტამინით მდიდარი პროდუქტები.
ვარფარინის მიღებისას რაციონიდან უნდა ამოიღოთ ან მნიშვნელოვნად შეამციროთ: ნიორი, კენკროვნები, ჯანჯაფილი, დარიჩინი, კურკუმა, წითელი წიწაკა.
ეს პროდუქტები სისხლს ათხელებს და, შესაბამისად, აძლიერებს ვარფარინის ეფექტს, რასაც შესაძლოა სისხლდენაც მოჰყვეს.
რაც შეეხება К ვიტამინს, ის დიდი რაოდენობით შედის: ისპანახში, თალგამში, თეთრ კომბოსტოში, ბროკოლიში, კარტოფილში, სოიოში, ავოკადოში, ჭარხლის ფოთოლში, ლობიოში, ოსპში.
ინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლისას.
პრეპარატი: ლევოტიროქსინი — უნდა შეიზღუდოს: სოიო, ნიგოზი, ცელულოზის შემცველი პროდუქტები.
იმათ, ვისაც სამკურნალოდ ლევოტიროქსინს ან მის ანალოგებს (ეუტიროქსი, ბაგოტიროქსი, L-ტიროქსინი) უნიშნავენ, აუცილებლად უნდა შეზღუდონ ზემოთ ჩამოთვლილი და ასევე სოიოსგან დამზადებული პროდუქტები, ვინაიდან ისინი ლევოტიროქსინის შეწოვას ბლოკავს.
ინიშნება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.
პრეპარატები: ტეტრაციკლინი (და ამ რიგის სხვა პრეპარატები), ციპროფლოქსაცინი, პენიცილინი — უნდა შეიზღუდოს რძის პროდუქტები.
აღნიშნული პრეპარატები კალციუმთან (რომლითაც რძის პროდუქტებია მდიდარი) ურთიერთქმედებისას ძნელად გამოსადევნ შენაერთებს წარმოქმნის, რაც პრეპარატის აქტიურობას მკვეთრად ამცირებს.
ინიშნება ანთებების, კუნთებისა და თავის ტკივილისას.
პრეპარატი იბუპროფენი — უნდა შეიზღუდოს ტკბილი, გაზიანი სასმელები.
იბუპროფენი (ნუროფენი, ადვილი, ბონიფენი) არათავსებადია ტკბილ გაზიან წყლებთან. ნახშირმჟავა გაზი და მჟავა, რომელიც გაზიან სასმელებში შედის, აძლიერებს შეწოვას და ზრდის პრეპარატის კონცენტრაციას სისხლში. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება დოზის გაკონტროლება და დგება ტოქსიკური მოწამვლის საფრთხე, რაც პირველ რიგში თირკმელებზე მოქმედებს.
ინიშნება ძლიერი დეპრესიისას.
პრეპარატები: მონოამინოქსიდაზების ინგიბიტორთა ჯგუფის ყველა პრეპარატი (ტრანილციპრომინი, ფენელზინი, ნიალამიდი) — უნდა შეიზღუდოს ტირამინით მდიდარი პროდუქტები.
დეპრესიის საწინააღმდეგო პრეპარატები მონოამინოქსიდაზების ინგიბიტორებს შეიცავს, რომელიც ტირამინთან რეაქციაში შედის და შეუძლია წნევა კრიტიკულ ნიშნულამდე გაზარდოს.
ტირამინი — ეს ამინომჟავაა, რომელიც ცილებით მდიდარ დაძველებულ პროდუქტებში წარმოიქმნება. ეს ნივთიერება ასევე დიდი რაოდენობით შედის დაძველებულ ყველში, გამოყვანილ ხორცსა და თევზში, გამომშრალ ძეხვეულში, ხორცისა და თევზის კონსერვებში.