კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე: ამ ტრაგედიამ გამანადგურა

© Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2022
გამოწერა
მომხდარის გამო ოპოზიცია მოითხოვს – კახა კალაძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და თანამდებობიდან გადადგეს.
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს დღე დედაქალაქის ისტორიაში უმძიმესი და პირადად მისთვის გამანადგურებელი იყო.
ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს მოხდა, როდესაც ბურთის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. აქედან ერთი, 13 წლის გოგონა დაიღუპა. ინციდენტის გამო ოპოზიცია მოითხოვს, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და თანამდებობიდან გადადგეს.
მერის განცხადებით, მას დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეების წინაშე აქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულება, გააგრძელოს საქმიანობა.

„უმძიმესი დღე დედაქალაქის ისტორიაში, უმძიმესი დღე ოჯახისთვის, პირადად ჩემთვის – ტრაგედია, რომელმაც გამანადგურა. პარალელურად უნდა აღვნიშნო, რომ მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა აღებული ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების წინაშე, ვიყო იქ, სადაც ამას ქალაქის განვითარება მოითხოვს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მანამდე კახა კალაძემ მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ რამდენჯერმე განაცხადა, რომ მზადაა პასუხი აგოს კანონის მთელი სიმკაცრით, თუ ვაკის პარკის ტრაგედიაში მისი სულ მცირე ბრალი მაინც გამოიკვეთება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 19 ოქტომბერს ცხრა ადამიანი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ცხრავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ვაკის პარკის ტრაგედია: მოსამართლემ ყველა დაკავებული პატიმრობაში დატოვა>>
დაკავებულებს ბრალად ედებათ გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება და სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0