https://sputnik-georgia.com/20221024/kalaze-universitetis-qucisa-da-bagebis-damakavsirebel-xidze-271595551.html
როდის დასრულდება უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა
როდის დასრულდება უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა
Sputnik საქართველო
ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ ბაგებიდან საბურთალოს რაიონში მოხვედრა ვაკის გზის გვერდის ავლით იქნება შესაძლებელი. 24.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-24T16:51+0400
2022-10-24T16:51+0400
2022-10-24T20:47+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/18/271596408_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_f202e327d3a4502e1fe9841062a69e30.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა გრძელდება და პროექტი 2023 წლის შემოდგომაზე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ ბაგებიდან საბურთალოს რაიონში მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვაკის გზის გვერდის ავლით, რომელიც ხშირად გადატვირთულია.პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან მოწყობილია საყრდენი კედლების ნაწილი, ხოლო ბაგების დასახლების მხარეს სრულდება გზაგამტარის მშენებლობა.მერიის ცნობით, ამ დროისათვის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ხიდის ბურჯების მოწყობა, ასევე ბაგების მხარეს გზაგამტარის ფილის არმირება, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების ადგილმონაცვლეობა, ხოლო საგზაო სამუშაოების ნაწილში – გრუნტის საექსკავაციო სამუშაოები.უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ამჟამად არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ შენდება. პროექტის ღირებულება 35 მლნ ლარია.ხიდის მშენებლობა 2021 წელს დაიწყო და 2023 წლისთვის დასრულდება. 532 მეტრი სიგრძის ხიდი ოთხზოლიანი იქნება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/18/271596408_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_7f881c3fade0749908dee10c6c8833b8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო
როდის დასრულდება უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა
16:51 24.10.2022 (განახლებულია: 20:47 24.10.2022) ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ ბაგებიდან საბურთალოს რაიონში მოხვედრა ვაკის გზის გვერდის ავლით იქნება შესაძლებელი.
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა გრძელდება და პროექტი 2023 წლის შემოდგომაზე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ ბაგებიდან საბურთალოს რაიონში მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვაკის გზის გვერდის ავლით, რომელიც ხშირად გადატვირთულია.
პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან მოწყობილია საყრდენი კედლების ნაწილი, ხოლო ბაგების დასახლების მხარეს სრულდება გზაგამტარის მშენებლობა.
„პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ 1970-იანი წლების შემდეგ ამ მასშტაბის სამუშაოები ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით დედაქალაქში არ განხორციელებულა. ტერიტორიაზე მოეწყობა ორზოლიანი საავტომობილო გზა. ამავე პროექტში, ყველანაირი სტანდარტის შესაბამისად, გათვალისწინებულია საფეხმავლო და ველობილიკებიც“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მერიის ცნობით, ამ დროისათვის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ხიდის ბურჯების მოწყობა, ასევე ბაგების მხარეს გზაგამტარის ფილის არმირება, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების ადგილმონაცვლეობა, ხოლო საგზაო სამუშაოების ნაწილში – გრუნტის საექსკავაციო სამუშაოები.
უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ამჟამად არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ შენდება. პროექტის ღირებულება 35 მლნ ლარია.
ხიდის მშენებლობა 2021 წელს დაიწყო და 2023 წლისთვის დასრულდება. 532 მეტრი სიგრძის ხიდი ოთხზოლიანი იქნება.