ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტაში სესხის დაფარვის წესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

© photo: Sputnikექსპრეს-აპარატი
ექსპრეს-აპარატი - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2022
გამოწერა
საქართველოში უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების ლარში კონვერტაციის პროგრამა 2017 წელს დაიწყო.
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ უცხოური ვალუტაში აღებული სესხის ეროვნულ ვალუტაში კონვერტაციის შემთხვევაში მომხმარებლებს დააკისრონ წინასწარ დაფარვის საკომისიო, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
რეგულატორის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ უცხოური ვალუტის სესხის რეფინანსირების მიზანს სესხის ლარში კონვერტაცია წარმოადგენს, კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ ფიზიკურ პირს დააკისრონ უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე რეფინანსირების შედეგად წინსწრებით დაფარვის საკომისიო, პირგასამტეხლო ან ნებისმიერი საჯარიმო სანქცია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვა 2017 წლის დასაწყისიდან მოქმედებს და გამოიყენება იმ შემთხვევებშიც, როდესაც რეფინანსირება სხვა კომერციულ ბანკებში აღებული კრედიტით ხდება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე: 2 406 406.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0