საქართველოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები აირჩიეს

© High Council of Justice of Georgiaსაქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2022
გამოწერა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო - სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტია საქართველოში
თბილისი, 23 ოქტომბერი– Sputnik. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი - ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი - იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე ოთხი წლის ვადით აირჩიეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო - სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტია საქართველოში, ის სასამართლო ხელისუფლების მთავარი ხელმძღვანელი ორგანოა.
არჩევნები ფარული კენჭისყრით გაიმართა. ლევან მურუსიძემ მოსამართლეთა 268 ხმა მოიპოვა, ხოლო დიმიტრი გვრიტიშვილმა - 267.
დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ თავად დააყენა საკუთარი კანდიდატურა. არჩევნებში სულ 276 მოსამართლე მონაწილეობდა.
მურუსიძის თქმით, მას ამის გაკეთება ბოლო პერიოდში მის მიმართ წაყენებულმა ბრალდებებმა უბიძგა. ახლა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადდანიშნულმა მოსამართლემ გადაწყვიტა, ბრალდებებს საბჭოს ტრიბუნიდან უპასუხოს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საბჭოს წევრის მოვალეობის ორმა შემსრულებელმა - გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა - თანამდებობა საკუთარი განცხადებების საფუძველზე დატოვა.
ყველა ახალი ამბავი
0