როგორია მეტროს ლიანდაგებში ჩავარდნილი 15 წლის ბიჭის მდგომარეობა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2022
გამოწერა
მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik.15 წლის მოზრდი, რომელიც მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედნის“ ლიანდაგებში ჩავარდა, კლინიკაში გადაიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედნის“ ლიანდაგებში მგზავრი დღეს, დაახლოებით ერთი საათის წინ ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისმა სამსახურმა მოზარდი ლიანდაგებიდან დროულად ამოიყვანა. მას სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და ამჟამად ის ქართულ-ამერიკულ ჰოსპიტალშია მოთავსებული.
„მგზავრი ამოვიყვანეთ, ახალგაზრდა ბიჭია. რაც მთავარია, ცოცხალია. გადაყვანილია კლინიკაში“, - განაცხადეს „თბილისის მეტროპოლიტენში“.
მომხდარის გამო მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეზღუდული იყო. ამ დროისთვის მუშაობა ნაწილობრივ აღდგა. დაკეტილია მხოლოდ სადგური „თავისუფლების მოედანი“, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
წყარო - „პირველი არხი“.
ყველა ახალი ამბავი
0