ქუთაისში ახალგაზრდა გოგო გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Barbara Gertier / გადასვლა მედიაბანკშიკლინიკაში
კლინიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2022
გამოწერა
დარჯანიამ ოპერაცია ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში 4 დღის წინ გაიკეთა.
თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. ქუთაისში 23 წლის ლანა დარჯანია გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, სამტრედიაში მცხოვრებმა ქალმა ოპერაცია ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში 4 დღის წინ გაიკეთა. ის ბინაზე გაეწერა, თუმცა გუშინ სისხლდენა დაეწყო.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დარჯანია კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
კლინიკაში განმარტავენ, რომ ოპერაციამდე ქალს ჩაუტარდა კვლევები, ასევე ოპერაცია არანაირი გართულება არ მოჰყოლია, კლინიკიდან გაწერისას კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“
ყველა ახალი ამბავი
0