მეტროს ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა: პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია

© photo: Sputnikმეტროს სადგური „თავისუფლების მოედანი“
მეტროს სადგური „თავისუფლების მოედანი“  - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2022
გამოწერა
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ძაბვა დროულად მოიხსნა და შესაბამისმა სამსახურმა მგზავრი უვნებლად ამოიყვანა.
მომხდარის გამო თბილისის მეტროს პირველ ხაზზე დროებითი შეფერხებაა. კომპანიის ცნობით, მატარებლების მოძრაობა მალე განახლდება.
წყარო - ტელეკომპანია „იმედი“.
ყველა ახალი ამბავი
0