იტალიის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა

© Pixabay / Frank_P_AJJ74ესპანური კიბე რომში
ესპანური კიბე რომში - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2022
გამოწერა
პრემიერის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ ქართველ კოლეგას ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯორჯა მელონის იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა სოციალურ ქსელ Twitter-ში მიულოცა. მან ქართულ-იტალიური ურთიერთობების როგორ ორმხრივ, ისე მრავალმხრივ დონეზე შემდგომი გამყარებისა და ევროატლანტიკურ გზაზე იტალიის ურყევი მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.
„იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემ დანიშვნასთან დაკავშირებით მოლოცვისთვის ვუხდი მადლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ყველაფერს გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად და თქვენი ერის მიერ არჩეულ ხაზზე დახმარების აღმოსაჩენად”, – დაწერა იტალიის პრემიერ-მინისტრმა Twitter-ში.
შაბათს მელონიმ და მისი კოალიციური მთავრობის მინისტრებმა ფიცი დადეს. ჯორჯა მელონი იტალიის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0