ირკუტსკში თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა

© photo: Sputnik / Александр Кряжев / გადასვლა მედიაბანკშიირკუტსკი
ირკუტსკი - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2022
გამოწერა
დაიღუპა ორი პილოტი, მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის, ხანძარი ლოკალიზებულია
თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. ირკუტსკში თვითმფრინავი ორსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა, იუწყება ოლქის გუბერნატორი იგორ კობზევი, რომელიც შემთხვევის ადგილისკენ გაემართა.

„წინასწარი მონაცემებით, Су-ს კატეგორიის თვითმფრინავი ირკუტსკში, პრჟევალსკის ქუჩაზე ორსართულიან სახლს დაეცა“, - ნათქვამია მის Telegram არხზე გამოქვეყნებულ ჩანაწერში.

საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ გამანადგურებელი Су-30 საცდელი ფრენის დროს ჩამოვარდა.
„ორი პილოტი დაიღუპა, მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის. ადგილზე ხანძარი ლოკალიზებულია", - აცხადებენ სამინისტროში.
შემთხვევის ადგილზე მაშველები და სხვა სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.
17 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში, ქალაქ იეისკში საცხოვრებელ კორპუსს Су-34 სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.
ყველა ახალი ამბავი
0