ირაკლი ღარიბაშვილმა იტალიის ახალ პრემიერს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

© photo: Sputnik / Pavel Bednyakov / გადასვლა მედიაბანკშიიტალიის დროშა
იტალიის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2022
გამოწერა
საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზაზე იტალიის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი აქვს, დაწერა პრემიერმა
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯორჯა მელონის იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა სოციალურ ქსელ Twitter-ში მიულოცა.
იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა მემარჯვენე პარტია „იტალიის ძმების“ (Fratelli d'Italia) ლიდერი ჯორჯა მელონი. რესპუბლიკის პრეზიდენტმა პარასკევს, 21 ოქტომბერს მელონი მიიწვია შეხვედრაზე, სადაც მინისტრთა საბჭოს ფორმირებისთვის მანდატი გადასცა.
„იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ვულოცავ ჯორჯა მელონის. მოუთმენლად ველოდები საქართველო-იტალიის ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე“, – დაწერა პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზაზე იტალიის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი აქვს.
შაბათს მელონიმ და მისი კოალიციური მთავრობის მინისტრებმა ფიცი დადეს. ჯორჯა მელონი იტალიის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0