https://sputnik-georgia.com/20221023/axalgazrda-qartveli-mowadrake-msoflio-cempionatis-brinjaos-priziori-gaxda-271579592.html
ახალგაზრდა ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა
ახალგაზრდა ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა
Sputnik საქართველო
ქართველი მოჭადრაკე თითქმის მთელი ტურის განმავლობაში ლიდერობდა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეცხრე ტურში მარცხის გამო გამოეთიშა 23.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-23T18:46+0400
2022-10-23T18:46+0400
2022-10-23T18:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23670/97/236709755_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_6559e1afbbc4721701ba0e1fa7c2f0e5.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი მოჭადრაკე ნიკოლოზ კაჭარავა იტალიის ქალაქ კალა გონონეში გამართული მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია, იუწყება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.უწყების ცნობით, ნიკოლოზ კაჭარავამ ტურნირზე 11 შესაძლებლიდან 8 ქულის მოგროვება შეძლო და მესამე ადგილი დაიკავა. ქართველი მოჭადრაკე თითქმის მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა და ჩემპიონის ტიტული IX ტურში განცდილი მარცხის გამო დაკარგა.ზვიად იზორიასა (2000 წელი - ბრინჯაო) და მერაბ გაგუნაშვილის (2002 წელი - ვერცხლი) შემდეგ, ნიკოლოზ კაჭარავა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მესამე მოჭადრაკეა, რომელმაც მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მედლის მოპოვება შეძლო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23670/97/236709755_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_903f4cfb5eacb8ae4fa3de67736fa5f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალგაზრდა ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა
ქართველი მოჭადრაკე თითქმის მთელი ტურის განმავლობაში ლიდერობდა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეცხრე ტურში მარცხის გამო გამოეთიშა
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი მოჭადრაკე ნიკოლოზ კაჭარავა იტალიის ქალაქ კალა გონონეში გამართული მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია, იუწყება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
უწყების ცნობით, ნიკოლოზ კაჭარავამ ტურნირზე 11 შესაძლებლიდან 8 ქულის მოგროვება შეძლო და მესამე ადგილი დაიკავა. ქართველი მოჭადრაკე თითქმის მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა და ჩემპიონის ტიტული IX ტურში განცდილი მარცხის გამო დაკარგა.
ზვიად იზორიასა (2000 წელი - ბრინჯაო) და მერაბ გაგუნაშვილის (2002 წელი - ვერცხლი) შემდეგ, ნიკოლოზ კაჭარავა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მესამე მოჭადრაკეა, რომელმაც მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მედლის მოპოვება შეძლო.