ადამია: ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ადგილების რაოდენობა გაიზრდება

© photo: Sputnik / Stringerღრუბლები თბილისის თავზე
ღრუბლები თბილისის თავზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2022
გამოწერა
თავდაპირველად ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა იყო გათვლილი 3 ათას ადგილზე, დღეს კი ეს რიცხვი 15 ათასამდე გაიზარდა.
თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის გაზარდოს ადგილების რაოდენობა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკა ადამიამ.
„ეს არის სამუშაო პროცესი, რომელიც გადასაყვანია სამოქმედო პროცესში და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ამისთვის. ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა, რომელიც 2007 წლიდან მოქმედებს, ნათელი მაგალითია იმის, რომ ის არის ყოველწლიურად განვითარებადი, განახლებადი. ჩვენ ვისწრაფვით, სრულად უზრუნველვყოთ ნარკოპოლიტიკის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები“, – განაცხადა ადამიამ „პირველი არხის“ ეთერში.
ადამიას განცხადებით, თუ თავდაპირველად ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა იყო გათვლილი 3 ათას ადგილზე, დღეს ეს რიცხვი 15 ათასამდე გაიზარდა.
ჯანდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელიც დღეისათვის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული არ არის, არის პრევენციული ღონისძიებები და სამინისტროს პირველი პრიორიტეტია, პროგრამის შემდგომი განვითარების ეტაპზე ეს პრევენციული ღონისძიებები დაინერგოს.
საქართველოში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პოლიტიკაა მსოფლიოში. მსგავსი დანაშაული სასჯელის უმაღლესი ზომის - უვადო პატიმრობის მისჯის მიზეზი შეიძლება გახდეს.
რამდენი ადამიანი დაჯარიმდა მარიხუანის შენახვისთვის? ბოლო მონაცემები >>
ბოლო წლებში არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციებმა ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის რამდენიმე შემსუბუქებას მიაღწიეს. ამიერიდან სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოტიკული საშუალებების შენახვისა და რეალიზაციის ტერმინები განცალკევებულია, ხოლო რეალიზატორებისთვის სასჯელის ვადები გაცილებით მაღალია, ვიდრე იმათთვის, ვინც ინახავს ან იძენს ნარკოტიკებს.
ამასთან, მარიხუანასთან დაკავშირებით სასჯელი კიდევ უფრო ლიბერალურია. მისი მცირე რაოდენობის შენახვა ისჯება მხოლოდ ჯარიმით, ხოლო მოხმარება არ იწვევს სასჯელს, თუ ადამიანი არ არღვევს კანონით გათვალისწინებულ წესებს.
ყველა ახალი ამბავი
0