უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშიანთებული სანთელი
ანთებული სანთელი - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2022
გამოწერა
უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკვე 22 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა კიდევ ორი ქართველი მებრძოლი - ესენი არიან მიხეილ ყაფლანიშვილი და ალექსანდრე მარტიაშვილი, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს, რათა უკრაინაში გარდაცვლილი ქართველების გადმოსვენება უზრუნველყოს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ ყაფლანიშვილი ლუგანსკის ოლქში საჰაერო დაბომბვას ემსხვერპლა, ხოლო 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილი ხერსონის ოლქში შეტაკებების დროს დაიღუპა.
უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკვე 22 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებდა. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0