სვანეთისკენ მიმავალი გზის ორ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

© Sputnik / STRINGERთოვლის სვანეთის გზაზე
თოვლის სვანეთის გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2022
გამოწერა
ავტომობილების მოძრაობა უშგული-ლასდილის და ფანაგა-ლასდილის მონაკვეთებზე თოვლისა და ზვავსაშიშროების გამო აიკრძალა.
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის უშგული-ლასდილის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, გზის ამ მონაკვეთზე ავტომობილების გადაადგილება შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე იქნება აკრძალული.
თოვლისა და ზვავსაშიშროების გამო ასევე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი წყალტუბო-ცაგერი- ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის ფანაგა-ლასდილის მონაკვეთზეც,
უწყების ცნობით, ამავე საავტომობილო გზის მელე-ფანაგას მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ყველა ახალი ამბავი
0