https://sputnik-georgia.com/20221022/saqartvelosi-saxalxo-dresaswauli-dusetoba-arinisneba-271567078.html
საქართველოში სახალხო დღესაწაული „დუშეთობა“ აღინიშნება
საქართველოში სახალხო დღესაწაული „დუშეთობა“ აღინიშნება
Sputnik საქართველო
დღესასწაულზე დასწრების მსურველებს უფასო ტრანსპორტი მოემსახურება. 22.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-22T17:30+0400
2022-10-22T17:30+0400
2022-10-22T17:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23897/52/238975240_0:180:3456:2124_1920x0_80_0_0_78fe607f656c1c3638e470f15a5b352d.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. 22 ოქტომბერს დუშეთში სახალხო დღესასწაული „დუშეთობა-მთაბარობა“ აღინიშნება, იუწყება მუნიციპალიტეტის მერია.უწყების ცნობით, ქალაქის მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხური რეწვის და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. დღესასწაულზე წარმოდგენილია ფშავ-ხევსურეთისთვის, გუდამაყრისთვის, მთიულეთისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სამოსი და სამზარეულოც.ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია საბავშვო სივრცე, სადაც მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები.მერიის ცნობით, დღის განმავლობაში სცენაზე გამოვლენ როგორც ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფები, ისე მოწვეული, ცნობილი და ყველასთვის საყვარელი მუსიკალური ბენდები. რომელთა შორისაა „დუშეთის ბენდი“, „გორელიშვილების საოჯახო ანსამბლი“, ანსამბლი „ქალილო“, ქართული ფოლკლორული ანსამბლი „ჩვენებურები“ და ლელა ნაყეური, ასევე ღამის შოუს ბენდი გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით და ჯგუფი „რეგგეონი“.„დუშეთობა-მთაბარობის“ აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებებს გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.დღესასწაულზე დასწრების მსურველებს მოემსახურება უფასო ტრანსპორტი. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი დანიშნული მიკროავტობუსები უზრუნველყოფენ მოსახლეობის უკან დაბრუნებას.„დუშეთობის“ სახალხო დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23897/52/238975240_192:0:3264:2304_1920x0_80_0_0_acc13e00c80b206c00fb559f954234d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, კულტურა საქართველოში
საქართველოში სახალხო დღესაწაული „დუშეთობა“ აღინიშნება
დღესასწაულზე დასწრების მსურველებს უფასო ტრანსპორტი მოემსახურება.
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. 22 ოქტომბერს დუშეთში სახალხო დღესასწაული „დუშეთობა-მთაბარობა“ აღინიშნება, იუწყება მუნიციპალიტეტის მერია.
უწყების ცნობით, ქალაქის მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხური რეწვის და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. დღესასწაულზე წარმოდგენილია ფშავ-ხევსურეთისთვის, გუდამაყრისთვის, მთიულეთისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სამოსი და სამზარეულოც.
ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია საბავშვო სივრცე, სადაც მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები.
მერიის ცნობით, დღის განმავლობაში სცენაზე გამოვლენ როგორც ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფები, ისე მოწვეული, ცნობილი და ყველასთვის საყვარელი მუსიკალური ბენდები. რომელთა შორისაა „დუშეთის ბენდი“, „გორელიშვილების საოჯახო ანსამბლი“, ანსამბლი „ქალილო“, ქართული ფოლკლორული ანსამბლი „ჩვენებურები“ და ლელა ნაყეური, ასევე ღამის შოუს ბენდი გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით და ჯგუფი „რეგგეონი“.
„დუშეთობა-მთაბარობის“ აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებებს გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.
დღესასწაულზე დასწრების მსურველებს მოემსახურება უფასო ტრანსპორტი. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი დანიშნული მიკროავტობუსები უზრუნველყოფენ მოსახლეობის უკან დაბრუნებას.
„დუშეთობის“ სახალხო დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნება.