https://sputnik-georgia.com/20221022/saqartvelosi-develpperebis-festivali-dev-fest-gaimarteba-271564034.html
საქართველოში დეველოპერების ფესტივალი DevFest გაიმართება
საქართველოში დეველოპერების ფესტივალი DevFest გაიმართება
Sputnik საქართველო
DevFest-ზე განიხილება ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, Android, Cloud ტექნოლოგიები, UI/UX დიზაინი, გაფართოებული და ვირტუალური რეალობა და... 22.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-22T12:48+0400
2022-10-22T12:48+0400
2022-10-22T13:29+0400
თანამედროვე ტექნოლოგიები
საქართველო
საზოგადოება
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24173/54/241735487_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_cac7c3e5d0e485b1c04a4f3cb1a99cfc.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი- Sputnik. დეველოპერების ფესტივალი DevFest 29 ოქტომბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება, წერს Marketer.ge.დეველოპერული ფესტივალი Google-ის დეველოპერების ჯგუფების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება და ათასობით ადამიანს აერთიანებს. DevFest-ზე განიხილება ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, Android, Cloud ტექნოლოგიები, UI/UX დიზაინი, გაფართოებული და ვირტუალური რეალობა და სხვა.ფესტივალი მოიცავს პანელურ დისკუსიებსა და ვორქშოპებს. გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცეები, რომელიც დაეთმობა ტექნოლოგიების გამოფენას, გართობასა და ნეტვორქინგს. ასევე, მოეწყობა დასაქმების ფორუმი, სადაც კარიერული განვითარებით დაინტერესებული სტუმრები გაივლიან კონსულტაციებს რეზიუმეს წერისა და LinkedIn-ის შექმნა/მართვასთან დაკავშირებით.„აღსანიშნავია, რომ რეგიონებში ასეთი მასშტაბის რამ პირველად ტარდება. რაც, ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური ჰაბის დეცენტრალიზაციას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას დედაქალაქს გარეთ“, — განაცხადა GDSC Lead-მა და ღონისძიების ორგანიზატორმა, ლიზი ეჯიბიამ.„ეს არის ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ქართველ დეველოპერებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტრენდებზე“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ, რომლის მხარდაჭერითაც იმართება ფესტივალი.ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა 24 ოქტომბრამდე სარეგისტრაციო ფორმის შევსება, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე. ღონისძიება ორ ენაზე წარიმართება - ქართული და ინგლისური.ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.წყარო - Marketer.ge.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24173/54/241735487_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_13090c0fa98bbb149af3e418f20453d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თანამედროვე ტექნოლოგიები , საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში
თანამედროვე ტექნოლოგიები , საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში
საქართველოში დეველოპერების ფესტივალი DevFest გაიმართება
12:48 22.10.2022 (განახლებულია: 13:29 22.10.2022) DevFest-ზე განიხილება ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, Android, Cloud ტექნოლოგიები, UI/UX დიზაინი, გაფართოებული და ვირტუალური რეალობა და სხვა.
თბილისი, 22 ოქტომბერი- Sputnik. დეველოპერების ფესტივალი DevFest 29 ოქტომბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება, წერს Marketer.ge.
დეველოპერული ფესტივალი Google-ის დეველოპერების ჯგუფების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება და ათასობით ადამიანს აერთიანებს. DevFest-ზე განიხილება ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, Android, Cloud ტექნოლოგიები, UI/UX დიზაინი, გაფართოებული და ვირტუალური რეალობა და სხვა.
„ღონისძიება ტარდება ტექნოლოგიურ სფეროში ინტერესის გასაღვივებლად, Google-ის სერვისებთან უფრო ახლოს გასაცნობად, შესაძლებლობების გასაზიარებლად და ახალი თაობისთვის ახალი ეკოსისტემის შესაქმნელად“, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.
ფესტივალი მოიცავს პანელურ დისკუსიებსა და ვორქშოპებს. გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცეები, რომელიც დაეთმობა ტექნოლოგიების გამოფენას, გართობასა და ნეტვორქინგს. ასევე, მოეწყობა დასაქმების ფორუმი, სადაც კარიერული განვითარებით დაინტერესებული სტუმრები გაივლიან კონსულტაციებს რეზიუმეს წერისა და LinkedIn-ის შექმნა/მართვასთან დაკავშირებით.
„აღსანიშნავია, რომ რეგიონებში ასეთი მასშტაბის რამ პირველად ტარდება. რაც, ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური ჰაბის დეცენტრალიზაციას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას დედაქალაქს გარეთ“, — განაცხადა GDSC Lead-მა და ღონისძიების ორგანიზატორმა, ლიზი ეჯიბიამ.
„ეს არის ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ქართველ დეველოპერებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტრენდებზე“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ, რომლის მხარდაჭერითაც იმართება ფესტივალი.
ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა 24 ოქტომბრამდე სარეგისტრაციო ფორმის შევსება, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ
ბმულზე. ღონისძიება ორ ენაზე წარიმართება - ქართული და ინგლისური.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.