https://sputnik-georgia.com/20221022/ras-vwamt-sawebelsa-da-witel-wiwaqasi-akrzaluli-sarenavi-armocnda-271565954.html
რას ვჭამთ: საწებელსა და წითელ წიწაკაში აკრძალული საღებავები აღმოჩნდა
რას ვჭამთ: საწებელსა და წითელ წიწაკაში აკრძალული საღებავები აღმოჩნდა
Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული სურსათი 22.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-22T15:23+0400
2022-10-22T15:23+0400
2022-10-22T15:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0c/259524844_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_4af79c378e1e0282013c88587c9b23cc.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. ტომატის საწებლისა და წიწაკის ორ ნიმუშში „სუდანის” ჯგუფის აკრძალული საღებავი გამოვლინდა, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.უწყებამ სურსათში „სუდანის” ჯგუფის საღებავების გამოვლენის მიზნით ნიმუშები აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, აკრძალული საღებავები სურსათის ორ ნიმუშში გამოვლინდა.აკრძალული საღებავი Sudan I შპს „გემოს“ მიერ წარმოებულ „ტომატის საწებელი ცხარე“-ში აღმოჩნდა. პროდუქტის დამზადების თარიღია 31.08.2022 წელი, ჩამოსხმულია 0,5ლ მინის ბოთლში, მისამართი: ქ. რუსთავი, რჩეულიშვილის ქ. 9.აკრძალული საღებავი Para Red დეზერტირების ბაზარში გასაყიდად გამოტანილ წითელ წიწაკაშიც აღმოჩნდა, რომელიც ეკუთვნის ინდმეწარმე შორენა კაპეტივაძეს.უწყების ცნობით, მოვაჭრე ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა სურსათის ეტიკეტი და მიკვლევადობისათვის საჭირო დოკუმენტი.უწყების ცნობით, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ამავდროულად, სააგენტოს უფლებამოსილი პირები ახორციელებენ მოკვლევის პროცესს.სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, თუ შეძენილი აქვთ აღნიშნული სურსათი, არ გამოიყენონ საკვებად.საქართველოს კანონმდებლობით, სურსათში შემდეგი საღებავების გამოყენებაა აკრძალულია: Sudan I, Sudan II, Sudan III, Sudan IV, Sudan orange G, Sudan Red G, Sudan Red 7B და Sudan red B.„სუდანის” ჯგუფის საღებავები ბუნებრივად არ გვხვდება სურსათში, იგი მიეკუთვნება ხელოვნურ აზო საღებავების ჯგუფს და არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებ დანამატს. აღნიშნული საღებავები სურსათს ემატება ფერის მისაცემად, კერძოდ, იყენებენ წითელი დაფქვილი წიწაკის ფერის გასაძლიერებლად.სააგენტო, მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს კვლევას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიმდინარე წელს უკვე აღებული და გამოკვლეულია 60 ნიმუში.2019 წელს სააგენტოს მიერ გამოკვლეული 10 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა წითელი წიწაკის 9 ნიმუშში; 2020 წელს - 21 ნიმუშიდან აკრძალული საღებავები აღმოჩნდა 9 ნიმუშში.2021 წელს გამოკვლეული 33 ნიმუშიდან დარღვევა არ გამოვლენილა.კვლევის შედეგების და რისკის დონის გათვალისწინებით, 2019 წლიდან მოქმედებს სპეციალური მოთხოვნები წითელი წიწაკის იმპორტისას, აღნიშნავენ უწყებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0c/259524844_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_4007c6205052c2bd83e101d7704b06e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში
რას ვჭამთ: საწებელსა და წითელ წიწაკაში აკრძალული საღებავები აღმოჩნდა
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული სურსათი
თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. ტომატის საწებლისა და წიწაკის ორ ნიმუშში „სუდანის” ჯგუფის აკრძალული საღებავი გამოვლინდა, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.
უწყებამ სურსათში „სუდანის” ჯგუფის საღებავების გამოვლენის მიზნით ნიმუშები აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, აკრძალული საღებავები სურსათის ორ ნიმუშში გამოვლინდა.
აკრძალული საღებავი Sudan I შპს „გემოს“ მიერ წარმოებულ „ტომატის საწებელი ცხარე“-ში აღმოჩნდა. პროდუქტის დამზადების თარიღია 31.08.2022 წელი, ჩამოსხმულია 0,5ლ მინის ბოთლში, მისამართი: ქ. რუსთავი, რჩეულიშვილის ქ. 9.
აკრძალული საღებავი Para Red დეზერტირების ბაზარში გასაყიდად გამოტანილ წითელ წიწაკაშიც აღმოჩნდა, რომელიც ეკუთვნის ინდმეწარმე შორენა კაპეტივაძეს.
უწყების ცნობით, მოვაჭრე ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა სურსათის ეტიკეტი და მიკვლევადობისათვის საჭირო დოკუმენტი.
„გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. შპს „გემოს“ და ი.მ. „შორენა კაპეტივაძეს“ აეკრძალათ ზემოაღნიშნული სურსათის რეალიზაცია და დაევალათ უმოკლეს ვადაში დასახელებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, აღრიცხვა და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს ინფორმირება. პროდუქცია უკვე გამოთხოვილია სარეალიზაციო ქსელიდან“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ამავდროულად, სააგენტოს უფლებამოსილი პირები ახორციელებენ მოკვლევის პროცესს.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, თუ შეძენილი აქვთ აღნიშნული სურსათი, არ გამოიყენონ საკვებად.
საქართველოს კანონმდებლობით, სურსათში შემდეგი საღებავების გამოყენებაა აკრძალულია: Sudan I, Sudan II, Sudan III, Sudan IV, Sudan orange G, Sudan Red G, Sudan Red 7B და Sudan red B.
„სუდანის” ჯგუფის საღებავები ბუნებრივად არ გვხვდება სურსათში, იგი მიეკუთვნება ხელოვნურ აზო საღებავების ჯგუფს და არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებ დანამატს. აღნიშნული საღებავები სურსათს ემატება ფერის მისაცემად, კერძოდ, იყენებენ წითელი დაფქვილი წიწაკის ფერის გასაძლიერებლად.
სააგენტო, მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს კვლევას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიმდინარე წელს უკვე აღებული და გამოკვლეულია 60 ნიმუში.
2019 წელს სააგენტოს მიერ გამოკვლეული 10 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა წითელი წიწაკის 9 ნიმუშში; 2020 წელს - 21 ნიმუშიდან აკრძალული საღებავები აღმოჩნდა 9 ნიმუშში.
2021 წელს გამოკვლეული 33 ნიმუშიდან დარღვევა არ გამოვლენილა.
კვლევის შედეგების და რისკის დონის გათვალისწინებით, 2019 წლიდან მოქმედებს სპეციალური მოთხოვნები წითელი წიწაკის იმპორტისას, აღნიშნავენ უწყებაში.