„გაექცე თუ შეებრძოლო?!“: თბილისში ადამიანურ შიშებს მიძღვნილი გამოფენა მიმდინარეობს

© Courtesy of Novo Galleryბესო კობახიძის გამოფენა Novo-ს გალერეაში
ბესო კობახიძის გამოფენა  Novo-ს გალერეაში - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2022
გამოწერა
დაინახო შენი საკუთარი შიშები რეალურ ნახატებში - საკმაოდ საეჭვო სიამოვნებაა, მაგრამ ეს იმად ღირს
თბილისი, 22 ოქტომბერი– Sputnik. თბილისში, გალერეა „ნოვოში“ მიმდინარეობს მხატვარ ბესო კობახიძის პერსონალური გამოფენა „გაექცე თუ შეებრძოლო?!“
თავის ნამუშევრებში მხატვარი იკვლევს შიშის ბუნებას, მისი გაჩენის და მისი დაძლევის გზებს.
„შიშის მეტამორფოზა, ერთიდან მეორე მდგომარეობაში გადასვლა, მხოლოდ მაშინ იწყება როდესაც ადამიანი ეგზისტენციალურ ძიებას იწყებს და სვამს კითხვებს: ვინ ვართ? რატომ გავჩნდით, საით მივდივართ?!. ამ კითხვებმა დაბადა ის შიში, რომელთან შეჭიდებამაც ადამიანი აიძულა გამხდარიყო მკვლევარი, მაძიებელი... განავითარა მეცნიერება, ხელოვნება, კულტურა და სხვ.“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ამგვარად, ბესო კობახიძის გამოფენაზე წარმოდგენილი თითოეული კომპოზიცია კაცობრიობის იმ ცხოვრებისეულ მონაკვეთს გვახსენებს, სადაც ადამიანები შიშს უსწორებენ თვალს და მასთან ერთად ზრდას განაგრძობენ, აღნიშნავენ გალერეაში.
ბესო კობახიძემ 1998 წელს სამხატვრო აკადემია დაამთავრა. 2020 წლიდან დღემდე არის ამბროლაურის სახვითი ხელოვნების და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელი. მისი გამოფენები იმართება საქართველოსა და აშშ-ში, ხოლო ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში ავსტრალიაში, სლოვაკეთში, საფრანგეთში, ინგლისში, გერმანიაში, იტალიაში, აშშ-ში.
გამოფენა 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
გალერეა ღიაა დამთვალიერებლებისთვის სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 12:00-დან 19:00 საათამდე. მისამართი: თბილისი, ს. ჯანაშიას ქ. 13.
ყველა ახალი ამბავი
0