ავარია პოლონეთში: დაღუპულები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან

© Sputnik / STRINGER / გადასვლა მედიაბანკშიპოლონეთის პოლიცია
პოლონეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2022
გამოწერა
თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. პოლონეთში, ქალაქ პოზნანის მახლობლად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“ პოლონურ მედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა, სატვირთო მანქანას შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.
მეხანძრე-მაშველების თქმით, დაღუპულები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები, პოლიცია და ვერტმფრენი იყო მობილიზებული.
წყარო - „მთავარი არხი“
ყველა ახალი ამბავი
0