ლიკანში აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა: ვიდეო ადგილიდან

© Facebook / Tbilisi Energyგაზის აფეთქება
გაზის აფეთქება  - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2022
გამოწერა
აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. კორპუსში ევაკუაცია განხორციელდა
თბილისი, 22 ოქტომბერი– Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ლიკანში, მრავალბინიან 16-სართულიან კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი ადგილობრივებზე დაყრდნობით.
აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში რამდენიმე საათის წინ მოხდა. წინასწარი ვერსიით, ამის მიზეზი გაზის გაჟონვაა. აფეთქების მომენტში სახლში იმყოფებოდა სახლის მფლობელი 80 წლამდე ასაკის ქალი. ის საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს.
ბორჯომის მერის, ოთარ არბოლიშვილის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაზიანებული 16-სართულიანი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.
„დაჯავშნილია სასტუმროები და დაახლოებით 30 ადამიანს დასჭირდება ღამის გასათევი, რასაც მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ბორჯომის მერმა მედიასთან საუბრისას.
მისი თქმით, მომხდარის მიზეზს გამოძიება დაადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0