https://sputnik-georgia.com/20221020/uzilobisa-da-stresis-mosaxsnelad-veilis-teqnika-271507343.html
უძილობა და სტრესი: ვეილის მარტივი ტექნიკა ორ წუთში დასამშვიდებლად და დასაძინებლად
უძილობა და სტრესი: ვეილის მარტივი ტექნიკა ორ წუთში დასამშვიდებლად და დასაძინებლად
Sputnik საქართველო
უძილობა და სტრესი ჩვენი ნერვიული და მოუსვენარი საუკუნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემებად რჩება. ის კი არა, კიდევ მეტად ვრცელდება და ხშირ შემთხვევაში საძილე... 20.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-20T15:13+0400
2022-10-20T15:13+0400
2022-10-20T20:17+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
უძილობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24765/74/247657402_0:49:1920:1129_1920x0_80_0_0_1c6a95a8d623ac9566c782f2bea909d8.jpg
მაგრამ თურმე შეიძლება, პრეპარატებს არც კი მიმართო, ვინაიდან არსებობს სპეციალური ტექნიკა, რომელიც მალე ჩაძინებაში ეხმარება ადამიანს.საუბარია მეთოდზე „4-7-8“, რომელიც ჰარვარდის მედიცინის დოქტორმა ენდრიუ ვეილმა შეიმუშავა როგორც სტრესთან და უძილობასთან ბრძოლის უნივერსალური სუნთქვითი ტექნიკა.მეთოდის მთავარი იდეა ისაა, რომ სუნთქვა და ემოციები ერთმანეთთანაა კავშირში და სუნთქვის დარეგულირებით, როდესაც ადამიანი მუცლით სუნთქავს და არა მკერდით (რაც სტრესული სიტუაციებისთვისაა დამახასიათებელი), ორგანიზმის მოდუნებაა შესაძლებელი.როგორც ამბობენ, ენდრიუ ვეილის ტექნიკის გამოყენებით ბევრი ადამიანი სულ ორ წუთში იძინებს.როგორ მოვიქცეთ?აღსანიშნავია, რომ მთელი ეს პროცედურა ერთ ჩასუნთქვად მიიჩნევა, რომელიც ნერვულ სისტემაზე ბუნებრივი ტრანკვილიზატორივით მოქმედებს.სულ თავიდან ვეილის ტექნიკა შეგიძლიათ დაახლოებით ათჯერ გაიმეოროთ, შემდეგ კი ციკლების რაოდენობა 25-30-მდეც გაზარდოთ.ამ ვარჯიშის გაკეთება შეგიძლიათ ძილის წინაც და დღისითაც, თუ იგრძენით, რომ სასწრაფოდ გესაჭიროებათ სტრესის მოხსნა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24765/74/247657402_212:0:1920:1281_1920x0_80_0_0_b94c23de22666a2ef41febea90736dc5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, უძილობა
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, უძილობა
უძილობა და სტრესი: ვეილის მარტივი ტექნიკა ორ წუთში დასამშვიდებლად და დასაძინებლად
15:13 20.10.2022 (განახლებულია: 20:17 20.10.2022) უძილობა და სტრესი ჩვენი ნერვიული და მოუსვენარი საუკუნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემებად რჩება. ის კი არა, კიდევ მეტად ვრცელდება და ხშირ შემთხვევაში საძილე საშუალებებიც კი უძლურია ხოლმე სიფხიზლის დასათრგუნად.
მაგრამ თურმე შეიძლება, პრეპარატებს არც კი მიმართო, ვინაიდან არსებობს სპეციალური ტექნიკა, რომელიც მალე ჩაძინებაში ეხმარება ადამიანს.
საუბარია მეთოდზე „4-7-8“, რომელიც ჰარვარდის მედიცინის დოქტორმა ენდრიუ ვეილმა შეიმუშავა როგორც სტრესთან და უძილობასთან ბრძოლის უნივერსალური სუნთქვითი ტექნიკა.
მეთოდის მთავარი იდეა ისაა, რომ სუნთქვა და ემოციები ერთმანეთთანაა კავშირში და სუნთქვის დარეგულირებით, როდესაც ადამიანი მუცლით სუნთქავს და არა მკერდით (რაც სტრესული სიტუაციებისთვისაა დამახასიათებელი), ორგანიზმის მოდუნებაა შესაძლებელი.
როგორც ამბობენ, ენდრიუ ვეილის ტექნიკის გამოყენებით ბევრი ადამიანი სულ ორ წუთში იძინებს.
მიადეთ ენის წვერი მაგარ სასას კბილების დასაწყისში;
ასეთ მდგომარეობაში გამოუშვით ფილტვებიდან მთელი ჰაერი - ოღონდ ხმამაღლა;
შემდეგ დახურეთ პირი და მშვიდად, უხმაუროდ ჩაისუნთქეთ ჰაერი ცხვირით ოთხ თვლაზე ისე, რომ ჰაერმა ფილტვები სრულად შეავსოს. ამით ორგანიზმი საკმარის ჟანგბადს მიიღებს;
ამის შემდეგ გააჩერეთ სუნთქვა შვიდ თვლამდე. ეს შეანელებს გულისცემის რიტმს და გააუმჯობესებს სისხლში ჟანგბადის ცირკულაციას;
ბოლოს პირით სრულად ამოისუნთქეთ მთელი ჰაერი რვა დათვლაში. ნელი ამოსუნთქვა ხელს შეუწყობს ნახშირორჟანგის ჩვეულებრივზე დიდი რაოდენობით გამოდევნას. ამ მომენტში კუნთები მოგიდუნდებათ.
აღსანიშნავია, რომ მთელი ეს პროცედურა ერთ ჩასუნთქვად მიიჩნევა, რომელიც ნერვულ სისტემაზე ბუნებრივი ტრანკვილიზატორივით მოქმედებს.
სულ თავიდან ვეილის ტექნიკა შეგიძლიათ დაახლოებით ათჯერ გაიმეოროთ, შემდეგ კი ციკლების რაოდენობა 25-30-მდეც გაზარდოთ.
ამ ვარჯიშის გაკეთება შეგიძლიათ ძილის წინაც და დღისითაც, თუ იგრძენით, რომ სასწრაფოდ გესაჭიროებათ სტრესის მოხსნა.