https://sputnik-georgia.com/20221020/tsu-reqtoris-movaleobis-semsruleblad-jaba-samusia-aircies-271507522.html
თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს
თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს
Sputnik საქართველო
ჯაბა სამუშია რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო. მისი არჩევა სტუდენტების ნაწილმა გააპროტესტა. 20.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-20T16:24+0400
2022-10-20T16:24+0400
2022-10-20T20:51+0400
განათლება საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
თსუ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22871/31/228713111_0:35:1200:710_1920x0_80_0_0_3ca7a7f663d4651638fc0bd8449f1352.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) რექტორის მოვალეობის შემსრულებლად 6 თვემდე ვადით აკადემიურმა საბჭომ ჯაბა სამუშია აირჩია.არჩევნებში აკადემიური საბჭოს 30-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 28 წევრმა მხარი დაუჭირა ჯაბა სამუშიას, 2 ბიულეტენი კი ბათილად ცნეს.ჯაბა სამუშია 2010-2014 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2020 წლიდან რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებს.თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი რექტორი გიორგი შარვაშიძე თანამდებობიდან გადადგა. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე განაცხადი მხოლოდ ერთმა კანდიდატმა – ჯაბა სამუშიამ შეიტანა.თსუ-ის სტუდენტების ნაწილი საპროტესტო აქციებს აანონსებს>>სამუშიას დანიშვნაზე საუბარი ჯერ კიდევ კონკურსის გამოცხადებამდე დაიწყო სტუდენტების ნაწილმა. მათი თქმით, ის მმართველი პარტიის ინტერესების გამტარებელია და რექტორის არჩევნები სინამდვილეში ფიქტიურია.უკმაყოფილო სტუდენტებმა საპროტესტო აქციები დაანონსეს. სტუდენტების ნაწილის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტის სათავეში უნდა იდგნენ დემოკრატიული გზით არჩეული მეცნიერები, რომლებიც იზრუნებენ მეცნიერების განვითარებაზე, სტუდენტების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრასა და განათლების ხელმისაწვდომობაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22871/31/228713111_104:0:1096:744_1920x0_80_0_0_6eb4150bf72fb564bd256dc1f7f2cef2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თსუ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თსუ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს
16:24 20.10.2022 (განახლებულია: 20:51 20.10.2022) ჯაბა სამუშია რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო. მისი არჩევა სტუდენტების ნაწილმა გააპროტესტა.
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) რექტორის მოვალეობის შემსრულებლად 6 თვემდე ვადით აკადემიურმა საბჭომ ჯაბა სამუშია აირჩია.
არჩევნებში აკადემიური საბჭოს 30-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 28 წევრმა მხარი დაუჭირა ჯაბა სამუშიას, 2 ბიულეტენი კი ბათილად ცნეს.
ჯაბა სამუშია 2010-2014 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2020 წლიდან რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებს.
თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი რექტორი გიორგი შარვაშიძე თანამდებობიდან გადადგა. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე განაცხადი მხოლოდ ერთმა კანდიდატმა – ჯაბა სამუშიამ შეიტანა.
სამუშიას დანიშვნაზე საუბარი ჯერ კიდევ კონკურსის გამოცხადებამდე დაიწყო სტუდენტების ნაწილმა. მათი თქმით, ის მმართველი პარტიის ინტერესების გამტარებელია და რექტორის არჩევნები სინამდვილეში ფიქტიურია.
უკმაყოფილო სტუდენტებმა საპროტესტო აქციები დაანონსეს. სტუდენტების ნაწილის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტის სათავეში უნდა იდგნენ დემოკრატიული გზით არჩეული მეცნიერები, რომლებიც იზრუნებენ მეცნიერების განვითარებაზე, სტუდენტების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრასა და განათლების ხელმისაწვდომობაზე.