https://sputnik-georgia.com/20221020/tragedia-vakis-parksi-ocnebasi-meris-gadadgomis-mizezebs-ver-xedaven-271490180.html
ტრაგედია ვაკის პარკში: „ქართულ ოცნებაში“ თბილისის მერის გადადგომის მიზეზს ვერ ხედავენ
ტრაგედია ვაკის პარკში: „ქართულ ოცნებაში“ თბილისის მერის გადადგომის მიზეზს ვერ ხედავენ
Sputnik საქართველო
მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობა ცარიელი სპეკულაციაა და სრულიად უადგილოა, მიიჩნევს ირაკლი კობახიძე. 20.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-20T10:29+0400
2022-10-20T10:29+0400
2022-10-20T14:22+0400
კახა კალაძე
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საქართველო
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267397752_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_337943d7ad3fc5cd18cd51a008fad3c1.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო მათი პარტიიდან არჩეული თბილისის მერის კახა კალაძის გადადგომის აუცილებლობას ვერ ხედავენ.საქართველოს შსს-მ სამშაბათს განაცხადა, რომ ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით საქმეზე ცხრა ადამიანი დააკავა. შემთხვევა 13 ოქტომბერს მოხდა, როდესაც ბურთის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. აქედან ერთი, 13 წლის გოგონა გარდაიცვალა. ინციდენტის გამო ოპოზიცია მოითხოვს, რომ კალაძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და გადადგეს.კალაძემ ტრაგედიაში ბრალდებულების დაკავების შემდეგ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზადაა პასუხი აგოს კანონის მთელი სიმკაცრით, თუ ვაკის პარკის ტრაგედიაში მისი სულ მცირე ბრალი მაინც გამოიკვეთება.„ვგრძნობ პასუხისმგებლობას": მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გადადგა>>დაკავებულ ცხრა ადამიანს შორისაა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი, რომელსაც ბრალად ედება სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.ოთხშაბათს სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ მომხდარზე მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს.ტრაგედია ვაკის პარკში: პროკურატურამ ცხრა პირს ბრალდება წარუდგინა>>გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახა მურადაშვილმა განაცხადა, რომ ვაკის პარკში ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულ პირთა წრე შეიძლება კიდევ გაიზარდოს.დაკავებულებს ბრალად ედებათ გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება და სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.კახა კალაძე ვაკის პარკის ტრაგედიაზე>>გამოძიებამ დაადგინა, რომ ორმა შემდუღებელმა დააზიანა ელექტროსადენის იზოლაცია, ხოლო მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი არავის შეუმოწმებია.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267397752_143:0:1279:852_1920x0_80_0_0_73f1f3bbb9fc4c1afa1e64569a3cead3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კახა კალაძე , ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საქართველო, ქართული ოცნება
კახა კალაძე , ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საქართველო, ქართული ოცნება
ტრაგედია ვაკის პარკში: „ქართულ ოცნებაში“ თბილისის მერის გადადგომის მიზეზს ვერ ხედავენ
10:29 20.10.2022 (განახლებულია: 14:22 20.10.2022) მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობა ცარიელი სპეკულაციაა და სრულიად უადგილოა, მიიჩნევს ირაკლი კობახიძე.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო მათი პარტიიდან არჩეული თბილისის მერის კახა კალაძის გადადგომის აუცილებლობას ვერ ხედავენ.
საქართველოს შსს-მ სამშაბათს განაცხადა, რომ ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით საქმეზე ცხრა ადამიანი დააკავა. შემთხვევა 13 ოქტომბერს მოხდა, როდესაც ბურთის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. აქედან ერთი, 13 წლის გოგონა გარდაიცვალა. ინციდენტის გამო ოპოზიცია მოითხოვს, რომ კალაძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და გადადგეს.
„ამ შემთხვევაში იყო კონკრეტული გადაცდომა, გულგრილობა, რამაც გამოიწვია ტრაგიკული შედეგი, თუმცა რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, ასეთი სისტემური პრობლემა არ ვლინდება. ასეთ პირობებში საუბარი მერის, კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგელობაზე არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
კალაძემ ტრაგედიაში ბრალდებულების დაკავების შემდეგ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზადაა პასუხი აგოს კანონის მთელი სიმკაცრით, თუ ვაკის პარკის ტრაგედიაში მისი სულ მცირე ბრალი მაინც გამოიკვეთება.
დაკავებულ ცხრა ადამიანს შორისაა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი, რომელსაც ბრალად ედება სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ოთხშაბათს სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ მომხდარზე მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს.
გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახა მურადაშვილმა განაცხადა, რომ ვაკის პარკში ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულ პირთა წრე შეიძლება კიდევ გაიზარდოს.
დაკავებულებს ბრალად ედებათ გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება და სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ორმა შემდუღებელმა დააზიანა ელექტროსადენის იზოლაცია, ხოლო მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი არავის შეუმოწმებია.