თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს სვანური სახლი შეემატება

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2022
გამოწერა
მაჩუბს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სვანური კოშკის გვერდით დადგამენ.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ საქართველოს კიდევ ერთი კუთხის შენობა – სვანური სახლი შეემატება.
მაჩუბი ძველი სვანური სახლის ქვედა სართულია, სადაც ოჯახები ზამთარს ატარებდნენ. მაჩუბს, რომელიც რამდენიმე საუკუნის წინ არის აშენებული, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სვანური კოშკის გვერდით დადგამენ.
სახლის დემონტაჟისა და სვანეთიდან ტრანსპორტირების პროცესში შესაბამისი სპეციალისტები და არქიტექტორები არიან ჩართული, ნათქვამია ტელეკომპანია „იმედის“ განცხადებაში.
პროცესი მიმდინარეობს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0