პრესკონფერენცია: სოფლის მეურნეობა საქართველოში - პრობლემები და პერსპექტივები

© photo: Sputnik / Aleksey Malgavko / გადასვლა მედიაბანკშიმარცვლეულის თესვა
მარცვლეულის თესვა - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2022
გამოწერა
პრესკონფერენცია თემაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - პრობლემები და პერსპექტივები“ „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში 20 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარება და იმპორტჩანაცვლებაა. მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში იგეგმება სოფლის განვითარება, ადგილობრივი წარმოების გაზრდა და, როგორც შედეგი, რეგიონებში სიღარიბის დონის შემცირება.
მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივმა ინვესტიციებმა სოფლის მეურნეობაში 2030 წლისთვის 7 მილიარდი ლარი უნდა შეადგინოს.
დარგის პრობლემებისა და პერსპექტივების შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს:
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიის თანახელმძღვანელი გოჩა ცოფურაშვილი.
მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.
აკრედიტაცია:
E-mail: media@sputnik-georgia.com;
ტელ: +995555908977.
„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com.
ყველა ახალი ამბავი
0