კობახიძე: უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობა წლებია გრძელდება

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2022
გამოწერა
ჩვენ არ ავყვებით ემოციებს და შევინარჩუნებთ ცალმხრივ მეგობრობას უკრაინელი ხალხის ხათრით, განაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა.
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის გამოჩენა უკრაინის გენპროკურორის და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების შეხვედრაზე ცალმხრივი მეგობრობის გაგრძელებაა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
უკრაინის გენერალური პროკურორი, ანდრეი კოსტინი შეხვდა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ამჟამად უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი ზურაბ ადეიშვილი. შეხვედრის ფოტო კოსტინმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.
„ადამიანი, რომელიც არის ბრალდებული კონკრეტულ მძიმე დანაშაულებში, ადამიანი, რომელიც იყო რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ბიზნესის რეკეტის ერთ-ერთი ინიციატორი და აღმასრულებელი და როცა ასეთი ადამიანი უკრაინის ხელისუფლების სახელით საუბრობს ევროპულ სტრუქტურებში, ეს არის ცალმხრივი მეგობრობის გაგრძელება, რაც მძიმე და სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ მაინც ემოციებს არ უნდა ავყვეთ, უნდა შევინარჩუნოთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი უკრაინელი ხალხის ხათრით და ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხათრით",- განაცხადა კობახიძემ.
იუსტიციის ექს-მინისტრმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო, საქართველო ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ქართულ ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრები. ამჟამად ადეიშვილი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა, მან იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
ირაკლი კობახიძე: ზელენსკის გადაწყვეტილება არის სასოწარკვეთილი მცდელობა >>
სამშობლოში ადეიშვილი ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ არის ცნობილი და 5 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.
ყველა ახალი ამბავი
0