მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

2030 წლისთვის ნახევარი მილიარდი კაცი დაავადდება - ჯანმოს ახალი მოხსენება

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2022
გამოწერა
თბილისი, 20 ოქტომბერი − Sputnik. ათი წლის განმავლობაში, 2020-დან 2030 წლამდე, მსოფლიოში, შესაძლოა, დაახლოებით ნახევარი მილიარდი ადამიანი დაავადდეს არაინფექციური დაავადებებით, ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ახალ მოხსენებაში.
ჯანმოს ექსპერტების თქმით, ეს ადამიანების ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესით გამოწვეული დაავადებები იქნება, რომელთა მკურნალობის ხარჯები 300 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

„თუ მთავრობები სასწრაფო ნაბიჯებს არ გადადგამენ მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის წასახალისებლად, თითქმის 500 მილიონ კაცს განუვითარდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სიმსუქნე, დიაბეტი და სხვა არაინფექციური დაავადებები. და ეს 2020-დან 2030 წლამდე პერიოდში ყოველწლიურად 27 მლრდ დოლარი დაჯდება“, − ნათქვამია მოხსენებაში.

დოკუმენტში ასევე აღინიშნება, რომ არაინფექციური დაავადებების ამ ახალი შემთხვევების თითქმის ნახევარი (47%) ჰიპერტონიით იქნება გამოწვეული, ხოლო 43% − დეპრესიით.
ჯანმოს ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ფიზიკური აქტიურობის მნიშვნელობა COVID-19-ის პანდემიამაც დაადასტურა, როდესაც ფიზიკურად ნაკლებად აქტიურ და საკმაოდ აქტიურ პაციენტებში დაავადების გადატანის უნარის შედარებითი ანალიზი გაკეთდა.
ყველა ახალი ამბავი
0