https://sputnik-georgia.com/20221020/iashvilis-klinika-pacientebis-migebas-acherebs-271515168.html
იაშვილის კლინიკა პაციენტების მიღებას აჩერებს: სამინისტროს განმარტება
იაშვილის კლინიკა პაციენტების მიღებას აჩერებს: სამინისტროს განმარტება
Sputnik საქართველო
აღმოჩნდა, რომ საავადმყოფოს რამდენიმე დეპარტამენტი თანამედროვე მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. 20.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-20T17:53+0400
2022-10-20T17:53+0400
2022-10-20T21:13+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24022/19/240221917_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_0e6429de665fa5230852cf5f10500a8d.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. მ. იაშვილის სახელობის თბილისის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინფექციის კონტროლის სისტემასთან დაკავშირებით ხარვეზები გამოვლინდა, რის გამოც კლინიკამ სტაციონარში პაციენტების მიღება დროებით შეაჩერა, განაცხადა სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ლიანა ჭუმბურიძემ.კლინიკამ გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის ერთადერთ გზად ინფრასტრუქტურული და სარემონტო სამუშაოების განხორციელება დაასახელა. ჭუმბურიძის თქმით, საავადმყოფოს ადმინისტრაციამ ამ პრობლემების დაუყოვნებლივ გამოსწორება გადაწყვიტა.იაშვილის კლინიკაში ადასტურებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სტაციონარული განყოფილების დროებითი დახურვის მიზეზი სააგენტოს დასკვნა გახდა. კლინიკის ადმინისტრაციის განმარტებით, საავადმყოფოს რამდენიმე დეპარტამენტი თანამედროვე მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.როგორც საავადმყოფოში განმარტავენ, ამჟამად სრულიად არის გარემონტებული აბდომინური მედიცინის, ტრავმატოლოგიის, ორთოპედიის, ქირურგიის დეპარტამენტები, მაგრამ დარჩა რამდენიმე დეპარტამენტი, სადაც მდგომარეობა ნამდვილად საჭიროებს სასწრაფო ჩარევას. პირველ რიგში ეს ეხება სტაციონარულ განყოფილებას.პაციენტებისთვის 24-საათიან რეჟიმში იმოქმედებს ცხელი ხაზი: 2 600 600.ამასთან, როგორც ჭუმბურიძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ამოცანაა ყველა მოქალაქის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა.„სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის რეფორმა, რომელსაც ჩვენ დავიწყებთ 2025 წელს. ყველა კლინიკისთვის სავალდებულო იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია, რათა თითოეულმა მოქალაქემ მაღალი ხარისხისა და სტანდარტების მომსახურება მიიღოს“, – განაცხადა ჭუმბურიძემ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24022/19/240221917_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_8e3d5a7805f6c528fd19173759295a85.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
იაშვილის კლინიკა პაციენტების მიღებას აჩერებს: სამინისტროს განმარტება
17:53 20.10.2022 (განახლებულია: 21:13 20.10.2022) აღმოჩნდა, რომ საავადმყოფოს რამდენიმე დეპარტამენტი თანამედროვე მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. მ. იაშვილის სახელობის თბილისის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინფექციის კონტროლის სისტემასთან დაკავშირებით ხარვეზები გამოვლინდა, რის გამოც კლინიკამ სტაციონარში პაციენტების მიღება დროებით შეაჩერა, განაცხადა სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ლიანა ჭუმბურიძემ.
კლინიკამ გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის ერთადერთ გზად ინფრასტრუქტურული და სარემონტო სამუშაოების განხორციელება დაასახელა. ჭუმბურიძის თქმით, საავადმყოფოს ადმინისტრაციამ ამ პრობლემების დაუყოვნებლივ გამოსწორება გადაწყვიტა.
„ამ ეტაპზე დროებით შეჩერებულია სამედიცინო სერვისების მიწოდება, გარდა ამბულატორიული დიაგნოსტიკური ცენტრისა და ონკოჰემატოლოგიის მიმართულებისა“, – განაცხადა ჭუმბურიძემ.
იაშვილის კლინიკაში ადასტურებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სტაციონარული განყოფილების დროებითი დახურვის მიზეზი სააგენტოს დასკვნა გახდა. კლინიკის ადმინისტრაციის განმარტებით, საავადმყოფოს რამდენიმე დეპარტამენტი თანამედროვე მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.
როგორც საავადმყოფოში განმარტავენ, ამჟამად სრულიად არის გარემონტებული აბდომინური მედიცინის, ტრავმატოლოგიის, ორთოპედიის, ქირურგიის დეპარტამენტები, მაგრამ დარჩა რამდენიმე დეპარტამენტი, სადაც მდგომარეობა ნამდვილად საჭიროებს სასწრაფო ჩარევას. პირველ რიგში ეს ეხება სტაციონარულ განყოფილებას.
პაციენტებისთვის 24-საათიან რეჟიმში იმოქმედებს ცხელი ხაზი: 2 600 600.
ამასთან, როგორც ჭუმბურიძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ამოცანაა ყველა მოქალაქის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა.
„სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის რეფორმა, რომელსაც ჩვენ დავიწყებთ 2025 წელს. ყველა კლინიკისთვის სავალდებულო იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია, რათა თითოეულმა მოქალაქემ მაღალი ხარისხისა და სტანდარტების მომსახურება მიიღოს“, – განაცხადა ჭუმბურიძემ.