ბუნებრივი ელექსირი მხედველობის, თვალის, კანისა და თმისთვის: უმარტივესი და იაფი რეცეპტი

გამოწერა
ნარევი, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, ორიოდე წუთში მზადდება და, როგორც გამოცდილი ადამიანები ირწმუნებიან, მართლა უებარია. რაც მთავარია, არ გააჩნია არანაირი გვერდითი ეფექტი თუ უკუშედეგი.
როგორც ხალხური მკურნალობის ექსპერტები ირწმუნებიან, თუ ამ ელექსირით ისარგებლებთ, ორ კურდღელს ერთად დაიჭერთ: მხედველობასაც გაიუმჯობესებთ და თვალთან ნაოჭებსაც გაიქრობთ.
მათი თქმით, წამალს აქვს რამდენიმე უპირატესობა:
დამზადების პროცესი არის ძალიან მარტივი და სულაც არაა დამღლელი;
ყველა ინგრედიენტი აბსოლუტურად ბუნებრივი პროდუქტია;
არ გააჩნია არანაირი გვერდითი ეფექტი ან უკუჩვენება;
ჯდება საკმაოდ იაფი;
უებარი წამალია ახლომხედველებისთვის.
როგორც ამბობენ, ამ ელექსირის გამოყენების შემდეგ თვალების ქვეშ კანი გლუვი და ნაზი ხდება, ხოლო თუ თმაზე წაისვამთ, თმის ცვენასაც შეგიჩერებთ და ჯანმრთელობასაც დაუბრუნებს მას.

თქვენ დაგჭირდებათ:

ნიორი — 2 კბილი;
ნატურალური თაფლი — 1 კგ
სელის ზეთი — 200 გ
ლიმონი — 4 ცალი.

მომზადების წესი

გაფცქვენით ნივრის კბილები და დაჭერით წვრილად;
ორი ლიმონი გაფცქვენით, ორს კი მხოლოდ თავ-ბოლო წააჭერით და ისიც დაჭერით მცირე ნაჭრებად;
ჩაყარეთ ნიორი და ლიმონი ბლენდერში და მიიყვანეთ ფაფის კონსისტენციამდე;
შემდეგ თანდათან დაამატეთ თაფლი, შემდეგ კი სელის ზეთი და კარგად გათქვიფეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ზეთი ნარევის ძირში არ დაილექოს. დროდადრო ხის კოვზით ამოურიეთ, რომ ბლენდერში კარგად გაითქვიფოს და ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
გადაიღეთ მიღებული მასა შუშის ქილაში და შედგით მაცივარში.
მიირთვით თითო სუფრის კოვზი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე - დღეში სამჯერ.
დაიმახსოვრეთ: ელექსირის ამოსარევად და ამოსაღებად გამოიყენეთ მხოლოდ ხის კოვზი!
როცა წამალი გაგითავდებათ, შეგიძლიათ ისევ დაამზადოთ და განაგრძოთ მისი მიღება. ნივრისა და თაფლის კომბინაცია აუცილებლად გაგიუმჯობესებთ მხედველობას და ასევე დაგიცავთ ინფექციებისგან. ორივე ამ ინგრედიენტს ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. გარდა ამისა, ხელს უწყობს ორგანიზმში სისხლის სწორ ცირკულაციას, რასაც შედეგად სახის კანის გამოცოცხლება და თმის სწრაფად ზრდა მოსდევს.
ყველა ახალი ამბავი
0