მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უყოყმანო გადაწყვეტილება: აშშ ირანის საწინააღმდეგო სანქციებს შეუერთდება

  - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2022
გამოწერა
თბილისი, 20 ოქტომბერი − Sputnik. ვაშინგტონი დღეს უერთდება საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებას, რომლებმაც ირანისთვის სანქციების დაწესების საკითხი წამოჭრეს რუსეთისთვის კამიკაძე დრონების გადაცემის გამო, იუწყება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოზე სერიოზული შეშფოთება გამოთქვა მოსკოვის მიერ თეირანისგან საბრძოლო უპილოტო აპარატების შეძენასთან დაკავშირებით, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს 2231-ე რეზოლუციას არღვევს.
ამასთან დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონმა ჯერ კიდევ ივლისში გავრცელა გაფრთხილება, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების გადაცემას გეგმავდა, ახლა კი უკვე აქვთ უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ეს დრონები უკრაინის მოქალაქეებსა და კრიტიკულად მნიშვნელოვან სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშისთვის გამოიყენება.

„ჩვენ უყოყმანოდ გამოვიყენებთ სანქციებსა და სხვა შესაბამის ინსტრუმენტებს ყველას მიმართ, ვინც ამ მიწოდებებთანაა დაკავშირებული. ჩვენ ასევე განვაგრძობთ უკრაინისთვის უპრეცედენტო დახმარებას უსაფრთხოების სფეროში − ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების ჩათვლით, რათა უკრაინამ შეძლოს ამ იარაღისგან თავდაცვა“, − ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ირანული საბრძოლო დრონების რუსეთისთვის გადაცემის თაობაზე ინფორმაცია თავდაპირველად ამერიკული და უკრაინული მასმედით გავრცელდა. ირანმა კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, თუმცა გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა სერგეი კისლიცამ წერილობით აცნობა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს, რომ თეირანმა მოსკოვს ნამდვილად გადასცა სერია Mohajer-ისა და Shahed-ის უპილოტო საფრენი აპარატები. ამ საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული შეხვედრა გაიმართა, რომლის შემდეგაც მოსკოვმა ეს ყოველივე რუსეთსა და ირანზე ზეწოლად და მიზანმიმართულ დეზინფორმაციად შეაფასა.
წყარო: U.S. Department of State
ყველა ახალი ამბავი
0