https://sputnik-georgia.com/20221019/saakasvilis-sasamartlo-gadaido-271475558.html
სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთა: სასამართლო პროცესი გადაიდო
სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთა: სასამართლო პროცესი გადაიდო
Sputnik საქართველო
სასამართლოზე წარდგენილი იყო ცნობა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო სხდომას ვერ დაესწრება. 19.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-19T17:46+0400
2022-10-19T17:46+0400
2022-10-19T21:48+0400
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/04/264165818_0:138:3078:1869_1920x0_80_0_0_3df97fce43d4737a275f45eb232b8d92.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის პროცესი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის გამო კიდევ ერთხელ გადაიტანეს.ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 12 მაისს გადაიყვანეს სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება.ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.სასამართლოზე წარდგენილი იყო ცნობა კლინიკა „ვივამედიდან", რომლის მიხედვით ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო სხდომას ვერ დაესწრება.დაცვის მხარემ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, რომ სასამართლოს სხდომები ერთი თვით გადაიდოს, რადგან, ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა უახლოეს დღეებში ვერ გაუმჯობესდება.კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ადვოკატებს სააკაშვილის დიაგნოზის გამოქვეყნებისკენ მოუწოდა>>გარდა ამისა, ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ ისინი ექსპერტიზის დასრულებას ელოდებიან. მოსამართლემ შუამდგომლობა უარყო და შემდეგი სხდომა 26 ოქტომბერს დანიშნა.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).„არის უარის საფუძველი“ - იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის თაობაზე>>საზღვრის კვეთაში სააკაშვილის დახმარების ბრალდებით გამოძიებამ კიდევ ოთხი პირი – ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე დააკავა. მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ.ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში სააკაშვილი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/04/264165818_333:0:3064:2048_1920x0_80_0_0_fec414983673afcc2ae39b19a354035a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთა: სასამართლო პროცესი გადაიდო
17:46 19.10.2022 (განახლებულია: 21:48 19.10.2022) სასამართლოზე წარდგენილი იყო ცნობა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო სხდომას ვერ დაესწრება.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის პროცესი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის გამო კიდევ ერთხელ გადაიტანეს.
ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 12 მაისს გადაიყვანეს სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება.
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
სასამართლოზე წარდგენილი იყო ცნობა კლინიკა „ვივამედიდან", რომლის მიხედვით ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო სხდომას ვერ დაესწრება.
დაცვის მხარემ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, რომ სასამართლოს სხდომები ერთი თვით გადაიდოს, რადგან, ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა უახლოეს დღეებში ვერ გაუმჯობესდება.
გარდა ამისა, ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ ისინი ექსპერტიზის დასრულებას ელოდებიან. მოსამართლემ შუამდგომლობა უარყო და შემდეგი სხდომა 26 ოქტომბერს დანიშნა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
საზღვრის კვეთაში სააკაშვილის დახმარების ბრალდებით გამოძიებამ კიდევ ოთხი პირი – ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე დააკავა. მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ.
ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში სააკაშვილი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.