პრესკონფერენცია: საქართველოს იმიჯი მსოფლიო პოლიტიკაში

© photo: Sputnik / Stringerწინასაარჩევნო აგიტაცია
წინასაარჩევნო აგიტაცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2022
გამოწერა
პოლიტოლოგის, კონფლიქტოლოგის ლალი მოროშკინას პრესკონფერენცია თემაზე „საქართველოს იმიჯი მსოფლიო პოლიტიკაში“ „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში 19 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და მსოფლიოში არასტაბილური პოლიტიკური ვითარების ფონზე საქართველო უსაფრთხოებისა და სიმშვიდის ერთგვარ ადგილად იქცა. ბევრი თვალსაზრისით ეს არის ხელისუფლების დაბალანსებული და გონივრული პოლიტიკის შედეგი, რომელიც, პირველ რიგში, ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესებზე ფიქრობს და არ ცდილობს დასავლელი პარტნიორებისგან პოლიტიკური ქულების მოპოვებას.
მაშინ, როცა უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველოს მხოლოდ „ევროპულ პერსპექტივას“ დაჰპირდნენ. თუმცა, სანამ ოპოზიცია აგრძელებს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ განსჯას „რუსეთის მიმართ ზედმეტად რბილი პოზიციისთვის“, საქართველოს ეკონომიკა ვითარდება ძირითადად ჩრდილოელ მეზობელთან სავაჭრო ურთიერთობების წყალობით.
როგორია საქართველოს იმიჯი მსოფლიო არენაზე, ღირს თუ არა ეკონომიკური ინტერესების პოლიტიკურზე მაღლა დაყენება, როგორ შევინარჩუნოთ ეროვნული სუვერენიტეტი? ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს პრესკონფერენციაზე უპასუხებს:
- პოლიტოლოგი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ლალი მოროშკინა.
მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.
აკრედიტაცია:
E-mail: media@sputnik-georgia.com;
ტელ: +995555908977.
„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0