საქართველოს ნაკრებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მედლები მოიპოვა

© courtesy of GeoWrestling / Gabor MARTINგიორგი შოთაძე
გიორგი შოთაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2022
გამოწერა
მსოფლიო ჩემპიონატი 17 ოქტომბერს პონტევედრას სპორტულ კომპლექსში დაიწყო.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ესპანეთში ახალგაზრდებს შორის (U23) მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა გიორგი შოთაძემ (63 კგ) და გიორგი თოხაძემ (55 კგ) პირველი მედლები მოიპოვეს.
მსოფლიო ჩემპიონატი სპორტულ ჭიდაობაში 17 ოქტომბერს პონტევედრას სპორტულ კომპლექსში Pavillón Municipal dos Deportes de Pontevedra დაიწყო. ასპარეზობა დაიწყეს 55, 63, 77, 87 და 130 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში მოასპარეზე მოჭიდავეებმა.
შოთაძემ ფინალში ირანელ მოჰამადისთან 0:8 წააგო და ვერცხლს დასჯერდა, თოხაძემ კი ასეთივე ანგარიშით ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კენ მაცუის სძლია.
მედლის შანსი ჰქონდა კიდევ ერთ ქართველს – ბექა მელელაშვილს (87), მაგრამ მან ბრინჯაოსთვის ბრძოლაში პოლონელ მეტოქესთან წააგო.
დღეს ბრინჯაოსთვის ფინალურ ბლოკში იბრძოლებენ ირაკლი ძიმისტარაშვილი (60), დიეგო ჩხიკვაძე (67), ბექა გურული (82) და გიორგი ქაცანაშვილი (97).
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0