მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პენტაგონი: შეერთებული შტატები რუსეთის ბირთვული სცენარებისთვის მზად არის

© Pixabay / 12019პენტაგონი
პენტაგონი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2022
გამოწერა
თბილისი, 19 ოქტომბერი − Sputnik. შეერთებული შტატები სრულად არის მზად რუსეთის ბირთვული სცენარებისთვის, თუმცა პენტაგონს, რომელიც ყურადღებით აკვირდება ვითარებას, ჯერჯერობით არაფერი შეუნიშნავს ისეთი, რაც მოსკოვის მიერ ბირთული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილებაზე მიანიშნებდა, განაცხადა პენტაგონის პრეს-მდივანმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის ჟღარუნი უგუნურობა და უპასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში უსაფრთხოების მდგომარეობის გათვალისწინებით. ამიტომ პენტაგონი ამ თემას კვლავაც ყურადღებით აკვირდება.

„თუმცა ჩვენ არაფერი დაგვინახავს ისეთი, რაც იმაზე ილაპარაკებდა, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღის გამოყენება გადაწყვიტა. <...> დეტალებს არ ჩავუღრმავდები, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ჩვენ სადარაჯოზე დღე-ღამეში 24 საათისა და კვირაში შვიდი დღის განმავლობაში ვდგავართ და რეაგირებისთვის მზად ვართ“, − აღნიშნა პენტაგონის პრეს-მდივანმა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს სტრატეგიული შეკავების საიმედო პოტენციალი აქვს, რომელიც უკვე დიდი ხანია არსებობს, და რომელზეც ამერიკა ევროპის ქვეყნებთან მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა.
მანამდე გაეროს გენერალური ასამბლეის პირველი კომიტეტის სხდომაზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ კონსტანტინ ვორონცოვმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების განცხადებები რუსეთის მხრიდან თითქოსდა ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის შესახებ, არის გააფთრებული ანტირუსული კამპანია და პროპაგანდა. მისი თქმით, რუსეთს ბირთვული შეკავების ძალების დაჯგუფებისა და საშუალებების გასაძლიერებლად არანაირი ზომები არ მიუღია.
ყველა ახალი ამბავი
0