პოლიტოლოგი: ქართულ-რუსული ურთიერთობების დათბობის პროცესი უნდა დავაჩქაროთ

© photo: Sputnik / Stringerლალი მოროშკინა
ლალი მოროშკინა - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2022
გამოწერა
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ამიტომაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენა ძალზე მნიშვნელოვანია, განაცხადა პოლიტოლოგმა, კონფლიქტოლოგმა ლალი მოროშკინამ „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.

„ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენ გვჭირდება დიპლომატიური ურთიერთობები... ჩვენ კი არ უნდა გავურბოდეთ რუსეთს, არამედ უნდა დავალაგოთ ურთიერთობები და, ვფიქრობ, მომავალში ეს ძალზე ჭკვიანურ ნაბიჯად შეფასდება“, – აღნიშნა მოროშკინამ.

მისი თქმით, რუსეთში დაახლოებით მილიონი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს და რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შთამბეჭდავი მაჩვენებლები სწორედ მათი დამსახურებაა.
„პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო იღებს ამ ფულად გადარიცხვებს, არის რუსეთი. უნდა გვახსოვდეს, რომ მილიონი, ეს საქართველოს მოსახლეობის თითქმის მესამედია, რომელიც რუსეთში ცხოვრობს. ჩვენ უნდა დავაფასოთ ჩვენი თანამემამულეების შრომა", – განაცხადა მოროშკინამ.
რუსეთი საქართველოში ფულადი გზავნილების მხრივ ლიდერია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 1.135 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 40,3%-ია.
© photo: Sputnik / Stringerლალი მოროშკინა
политолог, конфликтолог Лали МОРОШКИНА - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2022
ლალი მოროშკინა
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები თანდათან უნდა დასტაბილურდეს და აღნიშნული პროცესი დაჩქარდება, თუ ქართველი ექსპერტები რუსულ პოლიტიკურ ტოკშოუებში დაიწყებენ მონაწილეობას.

„ვფიქრობ, როგორც კი გამოვჩნდებით ამ მედიაგარემოში და ვიტყვით, რომ გვტკივა, თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს ამ ყველაფრის მიმართ, პროცესი უფრო სწრაფად წავა“, – განაცხადა მოროშკინამ.

მხარეებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინს შორის შეხვედრების ფარგლებში, რომლებიც 2012 წლიდან პრაღაში იმართება.
ამასთან, კვირის დასაწყისში მოლდოვაში ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ გამორიცხა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა. ეს „საკმაოდ ლიბერალური" პოლიტიკა, შესაძლოა, ნაკლებად მისაღები იყოს არსებულ გარემოში, თქვა მან.
საქართველომ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის 2012 წლის 29 თებერვალს გააუქმა.
საქართველო რუსეთის მოქალაქეების რელოკაციისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქვეყანად განსაკუთრებით მას შემდეგ იქცა, რაც რუსეთში 21 სექტემბრიდან ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა. მალე საქართველო–რუსეთის საზღვარზე საქართველოში შემოსვლის მსურველთა მრავალკილომეტრიანი ავტომობილების რიგი გაჩნდა.
ამის ფონზე საქართველოში გააქტიურდა ოპოზიციონერების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და მოსახლეობის ნაწილის ხელისუფლებისადმი მოწოდებები საზღვრის ჩაკეტვის, ან რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე. ხელისუფლებამ აღნიშნულ მოწოდებებს არაგონივრული უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსების გაზრდილი ნაკადის მიუხედავად, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
უფრო მეტიც, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება ეთნიკურ ქართველებსაც შეეხება. რუსეთში მილიონამდე ქართველი ცხოვრობს, თქვა კობახიძემ.
საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინების პიკი 23-26 სექტემბრის პერიოდში იყო, როდესაც ქვეყანაში რუსეთიდან 40.548 ადამიანი შემოვიდა (გავიდა 22.929).
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0