https://sputnik-georgia.com/20221019/kulturis-saministros-teritoriaze-samarxebi-agmoachines-271462375.html
კულტურის სამინისტროს ტერიტორიაზე ძველი სამარხები აღმოაჩინეს - ფოტო
კულტურის სამინისტროს ტერიტორიაზე ძველი სამარხები აღმოაჩინეს - ფოტო
Sputnik საქართველო
აღმოჩენის შესახებ მაშინვე ეცნობა სომხურ სათვისტომოს, რადგანაც ცნობილია, რომ წარსულში ამ ტერიტორიაზე სომხური ეკლესია და სომხური სასაფლაო მდებარეობდა. 19.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-19T15:00+0400
2022-10-19T15:00+0400
2022-10-19T20:06+0400
საქართველო
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
სომხეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/13/271458613_0:54:1024:630_1920x0_80_0_0_ebe0bd717aaba8ed3babe91bbc995e1e.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ნეშტები ხოჯევანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა სახელმწიფო პანთეონში გადაასვენეს, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.18 ოქტომბერს სამინისტროს ტერიტორიაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს შენობის ავტოფარეხის ქვეშ ორი სამარხი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც უწყებამ სამუშაო პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგების მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო. აღმოჩენის შესახებ მაშინვე ეცნობა სომხურ სათვისტომოს, რადგანაც ცნობილია, რომ წარსულში ამ ტერიტორიაზე სომხური ეკლესია და სომხური სასაფლაო მდებარეობდა.მთლიანობაში აღმოჩენილია ხუთი ნეშტი, მათგან ორი იდენტიფიცირებულია საფლავის ქვებზე შემორჩენილი წარწერების წყალობით. როგორც ეპიტაფიით ირკვევა, ერთი საფლავი სომხური ტაძრის მღვდლის ოჰანეზ ტერ პოღოსიანისაა, მეორე კი - მისი მეუღლის. ნეშტების სომხურ პანთეონში გადასვენების პროცესს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი, საქართველოში სომხური სათვისტომოს ხელმძღვანელი ვან ბაიბურთი და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღოლი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი ესწრებოდნენ.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/13/271458613_58:0:967:682_1920x0_80_0_0_d6676affbb79c9cc45963331372461ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, სომხეთი, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, სომხეთი, ახალი ამბები
კულტურის სამინისტროს ტერიტორიაზე ძველი სამარხები აღმოაჩინეს - ფოტო
15:00 19.10.2022 (განახლებულია: 20:06 19.10.2022) აღმოჩენის შესახებ მაშინვე ეცნობა სომხურ სათვისტომოს, რადგანაც ცნობილია, რომ წარსულში ამ ტერიტორიაზე სომხური ეკლესია და სომხური სასაფლაო მდებარეობდა.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ნეშტები ხოჯევანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა სახელმწიფო პანთეონში გადაასვენეს, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
18 ოქტომბერს სამინისტროს ტერიტორიაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს შენობის ავტოფარეხის ქვეშ ორი სამარხი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც უწყებამ სამუშაო პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგების მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო.
აღმოჩენის შესახებ მაშინვე ეცნობა სომხურ სათვისტომოს, რადგანაც ცნობილია, რომ წარსულში ამ ტერიტორიაზე სომხური ეკლესია და სომხური სასაფლაო მდებარეობდა.
მთლიანობაში აღმოჩენილია ხუთი ნეშტი, მათგან ორი იდენტიფიცირებულია საფლავის ქვებზე შემორჩენილი წარწერების წყალობით.
როგორც ეპიტაფიით ირკვევა, ერთი საფლავი სომხური ტაძრის მღვდლის ოჰანეზ ტერ პოღოსიანისაა, მეორე კი - მისი მეუღლის.
ნეშტების სომხურ პანთეონში გადასვენების პროცესს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი, საქართველოში სომხური სათვისტომოს ხელმძღვანელი ვან ბაიბურთი და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღოლი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი ესწრებოდნენ.